მთავარი ჯანმრთელობა როგორ დავძლიოთ ტკბილეულისადმი მიჯაჭვულობა

როგორ დავძლიოთ ტკბილეულისადმი მიჯაჭვულობა

by Keti

რაფინირებული შაქარი მიიჩნევა ყველაზე მავნე პროდუქტად, ასევე ის იწვევს დამოკიდებულებას. ტკბილისადმი დაუძლეველი მიჯაჭვულობა – მილიონობით ადამიანის მთავარი დაბრკოლებაა იდეალური პროპორციებისკენ მიმავალ გზაზე.

ყველამ იცის ტკბილის მავნებლობაზე, თუმცა მომდევნო შოკოლადის ან ნამცხვრის ნაჭერზე უარის თქმა ძალიან რთულია.

ჩვენ გეტყვით ენ რიჩის მიერ შემუშავებულ მეთოდზე, რომლის შედეგიცა და მიზანიც რაციონიდან შაქრის ამოღებაა.

იმ ადამიანთა ტიპური შეცდომა, ვინც წონაზე კონტროლს იწყებს – არის კვებაში მკვეთრი შეზღუდვა. მაგალითად, ტკბილეულზე უარის თქმით ადამიანი მეორე უკიდურესობაში ვარდება და ემიჯნება მარტივ ნახშირწყლებს. თუმცა ეს სწორი არ არის. ჯანმრთელი კვება დაბალანსებული უნდა იყოს.

ხშირად ტკბილეულზე უარი იწვევს სტრესს, ამიტომ საჭიროა ყველაფრის ეტაპობრივი დაგეგმვა. ენ რიჩმა შექმნა 4 საფეხურიანი სისტემა, თუ როგორ უნდა გავათავისუფლოთ რაციონი შაქრისგან.

1. 1 თვიანი გეგმის შედგენა

დამოკიდებულების უეცარი მოხსნის მცდელობა არასწორია. ამ 1 თვეში უნდა შეიმუშაოთ განწყობა და განმტკიცდეთ შინაგანად. იფიქრეთ, რას მიიღებთ შედეგად: კარგი კანი, სტაბილური განწყობა, წონის კლება.

2. რაციონში შაქრის მთავარი წყაროს ძიება

შაქარს შეიცავს ნამცხვრებიც, მზა წვენიც, მურაბაც, სეროფებიც. როცა მთავარი პროდუქტი განსაზღვრული გახდება, ეტაპობრივად ამოიღეთ ის რაციონიდან. მაგალითად, თანდათან შეამცირეთ ჩაიში შაქრის რაოდენობა, ასევე ყველა კანფეტი დაიყვანეთ შავი შოკოლადის 2 კუბამდე – 5-7 დღის მანძილზე. შემდეგ კი დღეში 1 კუბი მიიღეთ.

3. ნატურალურ პროდუქტებზე გადასვლა

ხშირად ქალები ფიტნეს ბატონებით იხემსებენ, ეს კი დაბალხარისხიანი შაქრების ნაკრებია. შაქარი ხილსა და ბოსტნეულშიცაა, თუმცა გადაუმუშავებელია. მიირთვით სტაფილო, ვაშლი, ჩირი, ხაჭო ქიშმიშით ან ქოქოსის ფანტელი.

4. სრულფასოვანი ძილი

ძილის 2 საათიანი დანაკლისიც კი აისახება მიღებული საკვების რაოდენობაზე, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. დასვენებულ ორგანიზმს არ სჭირდება შაქარი დოპინგის სახით.

ტკბილზე უარის თქმა თქვენი გააზრებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. სანამ თავად არ მოგინდებათ რაციონის კორექტირება, დიეტა ვერ დაგეხმარებათ. ამიტომ ბრძოლას შეუდექით მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებით, თორემ მარცხს იწვნევთ.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!