მთავარი სილამაზე არსებობს თმის 10 ტიპი. ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ სწორად საკუთარს.

არსებობს თმის 10 ტიპი. ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ სწორად საკუთარს.

by Keti

თმა მნიშვნელოვანი ბუნებრივი აქსესუარია. უნდა ვიცოდეთ, როგორი სტრუქტურა აქვს თქვენს თმას, რათა სწორად მოვუაროთ. სტილისტმა ანდრე უოკერმა გამოყო ქალის თმის 10 ტიპი.

  1. სწორი თხელი
  2. სწორი საშუალო
  3. სწორი სქელი
  4. ტალღოვანი თხელი
  5. ტალღოვანი საშუალო
  6. ტალღოვანი სქელი
  7. ხუჭუჭა თავისუფალი
  8. ხუჭუჭა სპირალი
  9. ძლიერ ხუჭუჭა ფიგურული დახვევით
  10. ძლიერ ხუჭუჭა ფიგურული დახვევის გარეშე

როგორ მოვუაროთ თმის სხვადასხვა ტიპს

როგორც ხედავთ, ტიპი 10ია მაგრამ 4 კატეგორიადაა დახვეული – სწორი, ტალღოვანი, ხუჭუჭა და ძლიერ ხუჭუჭა. სწორედ ამ კატეგორიებს მიაქციეთ ყურადღება მოვლის დროს.

სწორი თმა

ასეთი თმა ხშირად უნდა დაიბანოთ, რადგან სწრაფად ცხიმიანდება. გამოიყენეთ მშრალი შამპუნი. თუ თმას მცირე მოცულობა აქვს, გამოიყენეთ ის ამპუნები და კონდიციონერები, რომლებიც მას მოცულობაში გაზრდის. ფენით გაშრობისას გამოიყენეთ მრგვალი ვარცხნილობა. თუ საშუალო და ხშირი თმა გაქვთ, შეარჩიეთ კასკადის ტიპის ვარცხნილობა. თუ თმა თხელია, შეარჩიეთ მოცულობითი ვარცხნილობა.

ტალღოვანი თმა

თქვენი ამოცანაა თმა გახადოთ მოცულობითი. დაგჭირდებათ კონდიციონერები და შამპუნები დამატენიანებელი ეფექტით, კვირაში ერთხელ ასეთივე ნიღაბიც დაგჭირდებათ. ტენიანობის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ თმის შუაში და ბოლოებში წაისვათ ზეთი ან მუსი. არასწროს გაიშროთ თმა ფენით ბოლომდე, ამით ტალღოვნება დაიკარგება. შეჭრისას გახსოვდეთ, რომ მოკლედ შეჭრილი უფრო ძლიერად დაიხვევა. თხელი თმის დროს მრავალშრიანი აჭრა გაიკეთეთ, ეს გაზრდის მოცულობას.

ხუჭუჭა თმა

ამოცანა იგივეა – შეინარჩუნეთ თმა ტენიანი. გამოიყენეთ შამპუნები და კონდიციონერები ხუჭუჭა თმისთვის. დაივარცხნეთ მაშინ, როცა ის ტენიანია, ასე თმა ლამაზი ხუჭუჭა გახდება. შეჭრის დროს გაითვალისწინეთ, რომ თმა რაც მოკლეა, მით უფრო ხუჭუჭდება.

ძლიერ ხუჭუჭა თმა

აქაც მნიშვნელოვანია თმის დატენიანება, გამოიყენეთ კონდიციონერები და შამპუნები. შხაპის შემდეგ გაიშრეთ თმა მაქსიმალურად, ოღონდ პირსახოცით, ფენი არ გამოიყენოთ, თორემ ლამაზი ხუჭუჭა ერთ დიდ ბუმბულად გარდაიქმნება. თმა რაც მოკლეა, მით უფრო ქაოტურია ხუჭუჭა. არ დაივიწყოთ ბოლოების შეჭრა.

გაითვალისწინეთ რჩევები და თამამად მოუარეთ თმას ისე, როგორც სურთ მათ!