603
დღის განმავლობაში ბევრ ენერგიას ხარჯავთ? საღამოს დაღლილობისგან ფეხები გეკეცებათ? გრძნობთ როგორ იფიტებით? მაშინ ეს დესერტი თქვენთვის არის. მიირთვით ყოველ დღე და მაშინვე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. პატარა ბურთულები ნახშირწყლების ნამდვილი საბადოა. თან მომზადებაც როგორი მარტივია. არანაირი აირღუმელი და ცხელი ტაფებით სამზარეულოში სირბილი არ არის საჭირო.
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა მიწისთხილის კარაქი
- 1/3 ჭიქა თაფლი
- 1 ს/კ ვანილი
- 1 ჭიქა გამშრალი შვრია
- 2/3 ჭიქა ქოქოსის ფხვნილი
- 1/2 ჭიქა სელის მარცვალი
- 6 ს/კ შოკოლადის გრანულები
მომზადება:
ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი დიდ ჯამში ეტაპობრივად და კარგად მოურიეთ. ყველაფერი რომ შეერევა ერთმანეთს, მოათავსეთ მაცივარში მანამ, სანამ გამაგრდება. ამის შემდეგ გამოიღეთ და დაამრგვალეთ პატარა ზომის ბურთულებად. შეინახეთ მაცივარში, ან სხვა გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად : )