მთავარი სილამაზე 4 მარტივი ვარჯიში, რომელიც გაგათავისუფლებთ ზურგისა და იღლიის მიდამოში არსებული ცხიმებისგან

4 მარტივი ვარჯიში, რომელიც გაგათავისუფლებთ ზურგისა და იღლიის მიდამოში არსებული ცხიმებისგან

by Keti

ბევრი გოგონა აწყდება ზურგზე ცხიმოვანი ჩანართების პრობლემას, რომელთაგან გათავისუფლება რთულია. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრაში რამდენიმე მარტივი და ეფექტური ვარჯიშების შემოთავაზებით დაგეხმარებით. მათ ჩასატარებლად არ დაგჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობები. სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ ელასტიური ლენტი და სასწორი.

თუ ხშირად ივარჯიშებთ, შედეგს იოლად მიიღებთ. ამ ვარჯიშების პარალელურად კვირაში რამდენიმე დღე 30-60 წუთიან კარდიოსაც დაუთმეთ. ასევე კარგია ნიჩბოსნობა, კრივი. ეცადეთ დღიური რაციონი 500 კალორიით შეამციროთ.

ახლა კი გადახედეთ ვარჯიშებს და შეასრულეთ ისინი.

1. აკოცე იდაყვს

ხელები გაშალეთ გვერდებზე, ხელისგულებით მაღლა. მოხარეთ ისინი იდაყვებში 90 გრადუსით. შემდეგ ხელები გადაადგილეთ ისე, რომ იდაყვები და წინამხრები სრულად შეეხოს ერთმანეთს. გააკეთეთ 10ჯერ.

2. უბიძგე და შეეხე

ასწიეთ ხელები სხეულის გვერდებზე. სურვილის შემთხვევაში დაიჭირეთ ჰანტელები, ეს გაზრდის ვარჯიშის ეფექტურობას. მოხარეთ ფეხები მუხლებში და გაჭიმეთ ხელები დაბლა, ხელისგულებით წინ. ასწიეთ ხელები გვერდებზე, მხრების დონეზე. გააკეთეთ ვარჯიში 6ჯერ.

3. ქრისქროსი ხელების განზე გაშლით

ეს ვარჯიში გავს წინას. ფეხები ოდანვ მოხარეთ, ხელისგულები ერთმანეთისკენ. აიღეთ ჰანტელები. ასწიეთ ხელები გვერდებზე, მხრების სიმაღლეზე, საწყის პოზაში კი ისინი გადააჯვარედინეთ. შეასრულეთ 10ჯერ.

4. წრიული ნიჩბოსნობა მოხრილად

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, დაიხარეთ 90 გრადუსით. დაიჭირეთ ჰანტელები. შეასრულეთ ხელებით წრიული მოძრაობები, ჯერ საათის ისრისკენ, შემდეგ საწინააღმდეგოდ. გააკეთეთ 10ჯერ.

მოგვიყევით კომენტარებში, ეფექტური აღმოჩნდება თუ არა ეს ვარჯიშები თქვენთვის! გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!