მთავარი კულინარია ინგლისელების გამონათქვამია: ქალისთვის საუკეთესო თაიგული – ყვავილოვანი კომბოსტოს თავია

ინგლისელების გამონათქვამია: ქალისთვის საუკეთესო თაიგული – ყვავილოვანი კომბოსტოს თავია

by guramus

ბევრს მოსწონს ყვავილოვანი კომბოსტოს გემო, მაგრამ ვერ იტანს ხარშვისას მის სუნს. აღმოჩნდა, რომ საკმარისია ქვაბში ჩავაგდოთ ლიმონის წვენით ან ძმრით გაჟღენთილი პურის ნაჭერი და პრობლემაც მოგვარებულია!

დღეს მოგიმზადეთ საინტერესო ცნობები ამ შესანიშნავი ბოსტნეულის შესახებ. ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ.

ყვავილოვანი კომბოსტო ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომლელთაც სათანადოდ არ ვაფასებთ. სულ ტყუილად, ვინაიდან სარგებლიანობის მიხედვით ამ ბოსტნეულს ცოტა თუ შეედრება.

დღესდღეობით, სუპერფუდებისა და ჯანსაღი კვების აქტუალურობის პერიოდში, ყვავილოვანი კომბოსტო სულ უფრო პოპულარული ხდება. გაგიკვირდებათ, ეს ხელმისაწვდომი ბოსტნეული რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ბავშვთა კვებისთვის.

რატომ უნდა შევიყვაროთ ყვავილოვანი კომბოსტო?

1. ძალიან ფასეულია წონაში კლებისთვის

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა შეგიძლიათ იკვებოთ და თან არ გასუქდეთ. 100 გრამ ყვავილოვან კომბოსტოში მხოლოდ 25 კალორიაა.

2. შეიცავს ვიტამინებს დიდი რაოდენობით

ყვავილოვანი კომბოსტო C ვიტამინის წყაროა. მასში ასევე უხვადაა B6 და K ვიტამინები, მაგნიუმი და კალიუმი. კომბოსტოს შემადგენელი ბოჭკო გასტრიტისა და კუჭის წყლულის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

3. ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს

ყვავილოვან კომბოსტოში შემავალი ანტიოქსიდანტები კიბოსგან იცავს ფილტვებს და ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკს ქალებში.

4. აუმჯობესებს მეხსიერებას

ტყუილად კი არ აქვს ამ ბოსტნეულს ტვინის ფორმა. მასში შემავალი ნივთიერება ქოლინი ტვინს მუშაობაში ეხმარება.

5.  წმენდს სისხლძარღვებს

ყვავილოვან კომბოსტოში შემავალი ნივთიერება ალიცინი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ამით ახდენს ინფარქტისა და ინსულტის პრევენციას.

6. სასარგებლოა მომავალი დედებისთვის

ფოლიუმის მჟავა, რომელსაც შეიცავს ეს კომბოსტო, უზრუნველყოფს ნაყოფის ნერვული სისტემის, კერძოდ, თავისა და ზურგის ტვინის ნორმალურ ჩამოყალიბებას.

ასეთი თვისებების მქონე პროდუქტი დიდ დაფასებას მოითხოვს. თუმცა, ბევრს მისი გემო არ მოსწონს. როგორ მოვამზადოთ  ყვავილოვანი კომბოსტო ისე, რომ ვიტამინების დანაკარგის გარეშე გემრიელი გამოვიდეს?

რამდენ ხანს ვხარშოთ ყვავილოვანი კომბოსტო?

წყლის ადუღებიდან 5 წუთი ხარშვა საკმარისია დარბილებისთვის. ნახარშში ბევრი ვიტამინი გადადის, ამიტომ მისი გადაღვრა არ ღირს.  ბულიონით მოამზადეთ სუფი.

თუ კომბოსტოს სუნი არ მოგწონთ, ხარშვის დროს ქვაბში ჩააგდეთ ძმარში ან ლიმონის წვენში დასველებული პურის ნაჭერი.

კომბოსტო მოამზადეთ ორთქლზე, ან მოთუშეთ არაუმეტეს 20 წუთის განმავლობაში.

ყვავილოვანი კომბოსტო გურმანების ოცნებაა

1. შემწვარ ყვავილოვან კომბოსტოს ნიგვზის გემო და სასიამოვნო ფერი აქვს.

ჩაყარეთ ყვავილედებად დაშლილი კომბოსტო ცხელ ზეითუნის ზეთში,  დაამატეთ მარილი და პილპილი და შეწვით მაღალ ცეცხლზე. მარტივი და გემრიელი გარნირია.

ღუმელში გამომცხვარი სანელებლებიანი ყვავილოვანი კომბოსტო საინტერესო კონტრასტული დანამატია სალათებისთვის.

2. ყვავილოვანი კომბოსტოსგან ბრინჯის მომზადებაცაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა ის მსუბუქად დააბლენდეროთ ან გახეხოთ. შეწვით წვრილად დაჭრილ ხახვთან და ნიორთან ერთად, დაამატეთ კურკუმა, კარდამონი, დარიჩინი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

3. ყვავილოვანი კომბოსტოს ტექსტურა იდეალურია სუფებისთვის. თუ მოგბეზრდათ ერთი და იგივე შემადგენლობის კერძები, გადაახალისეთ ისინი დაქუცმაცებული ყვავილოვანის დამატებით. მიიღებთ გემრიელ, დაბალკალორიულ სუფს.

4. თუ ყვავილოვან კომბოსტოს თერმულად არ დავამუშავებთ, ის სრულად შეინარჩუნებს ცოცხალ ვიტამინებს. შესანიშნავი სალათა გამოვა, თუ უმ სტაფილოს, ბოლოკს, ყვავილოვან კომბოსტოს დაჭრით წვრილად, დაამატებთ ნიორს და შეაზავებთ ზეითუნის ზეთით.

5. ყვავილოვანი კომბოსტოს ფოთლები და ძირიც საკვებად ვარგისია. მათ იყენებენ სუფებში, ამატებენ სალათებში… წვავენ ზეთში საფანელსა და კვერცხთან ერთად.

6. ყვავილოვან კომბოსტოს მიირთმევენ სხვადასხვა სოუსთან ერთად, აცხობენ ცომში, მისგან ამზადებენ ოლადებს, ვეგეტარიანულ (სამარხვო) კატლეტებს.

რთულია შევაფასოთ ყვავილოვანი კომბოსტოს  მნიშვნელობა  კუჭ-ნაწლავისთვის, გულისთვის, ტვინისთვის. ამიტომ დაბეჯითებით გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენ რაციონში.

გიყვართ თუ არა თქვენ ყვავილოვანი კომბოსტო? იყენებთ მის ფოთლებს თუ ყრით? მოგვწერეთ კომენტარებში, რომელი კარგი რეცეპტი იცით ამ უნიკალური პროდუქტის გამოყენებით.

ჩვენი შემოთავაზებული სასარგებლო რჩევები კი გაუზიარეთ მეგობრებს.