მთავარი რჩევები 31 სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი, რომელიც სახლის პირველადი დახმარების ყუთში ყველას უნდა ჰქონდეს

31 სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი, რომელიც სახლის პირველადი დახმარების ყუთში ყველას უნდა ჰქონდეს

by Keti

სამედიცინო დახმარება ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს, ამიტომ მომზადებული ყოფნა მნიშვნელოვანია. სახლში პირველადი დახმარების ყუთის არსებობა სასწრაფო საჭიროებებთან გამკლავების საწინდარია. ზოგ მაღაზიასა და აფთიაქში ასეთი ყუთები ან ჩანთები ზოგჯერ გამზადებულადაც იყიდება, თუმცა შეგიძლიათ ის თავადაც შეავსოთ. ეს პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ საჭირო ნივთების მომარაგებამ შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე იხსნას.

დღეს ჩვენ გთავაზობთ იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს სააფთიაქო ყუთში.

თავდაპირველად შეარჩიეთ პირველადი დახმარების ყუთი

1. შეარჩიეთ კარგი კონტეინერი:

  • დიდი, გაჭვირვალე, წყალგამძლე, პლასტიკური, რომელსაც საკეტი ან ელვა აქვს.
  • ყუთი ადვილად სატარებელი უნდა იყოს.
  • ყუთში სხვადასხვა ნივთი ორგანიზებულად უნდა ეწყოს, სასურველია ელვა-შესაკრავიან პაკეტებში. თუ ყუთი წითელი იქნება, მას ყოველთვის მარტივად იპოვით.
  • არჩევის შემდეგ მასზე მკაფიოდ დააწერეთ ,,პირველადი დახმარება” და მიუჩინეთ ერთი კონკრეტული ადგილი

2. ყუთის შენახვა:

  • განათავსეთ ის თვალშისაცემ და ხელმისაწვდომ ადგილას. მისი მდებარეობა ოჯახის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, მათ შორის, ბავშვებმაც.
  • პატარა ბავშვებსაც ასწავლეთ მისი ადგილმდებარეობა და დანიშნულება, თუმცა ყუთის გახსნას ნუ ასწავლით.

3. აუხსენით ოჯახის წევრებს ყუთის შესახებ:

  • ასაკის შესაბამისად, აუხსენით ყველას ყუთში არსებული კომპონენტების შესახებ.
  • პატარა ბავშვმა უნდა იცოდეს ყუთის ადგილი, თუმცა ის მისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. უთხარით, რომ სხვებს აჩვენონ ყუთის ადგილმდებარეობა საჭიროების შემთხვევაში
  • ჩადეთ ყუთში პირველადი დახმარების საინსტრუქციო ბუკლეტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერი.

4. ყურადღება მიაქციეთ ვადებს:

  • ვადაგასული მედიკამენტები არ გამოგეპაროთ, დროულად გამოცვალეთ ისინი. გააკეთეთ ცხრილი მათი შეძენის დღის მიხედვით ან პერიოდულად შეამოწმეთ თარიღები.
  • გააკეთეთ ყუთში არსებული ნივთების სია, რადგან ვიზუალური მეხსიერებითაც ყოველთვის გეცოდინებათ, რა გიდევთ სამედიცინო ჩანთაში.

ყუთის დახარისხება

ყუთში ნივთების დასახარისხებლად მიჰყევით ინსტრუქციას

  • დაყავით სამედიცინო საშუალებები კატეგორიებად, მაგალითად, ,,ნაკაწრებისა და მოტეხილობისთვის”, ,,დაჭიმულობისა და დაძაბულობისთვის”, ,,ქავილისა და გამონაყარებისთვის”, ,,ალერგიებისთვის” და დააკარით წარწერები შესაბამის პაკეტს.
  • ჩააწყვეთ თითოეულ ყუთში შესაბამისი მედიკამენტების ინსტრუქციები და რეცეპტები ოჯახის წევრებისთვის, რათა იცოდნენ დოზები. დააწერეთ წამლებს სახელებიც.
რა უნდა ეწყოს ყუთში?

ნაკაწრებისა და მოტეხილობისთვის

  • სხვადასხვა ზომისა და ფორმის წებოვანი დოლბანდები
  • დოლბანდი დოლბანდის დისკები
  • ანტისეპტიკური სითხე
  • ანტისეპტიკური საწმენდები
  • ანტიბიოტიკური მალამო

დაჭიმულობისა და დაძაბულობისთვის

  • ელასტიური დოლბანდი
  • ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი ან ასპირინი

ქავილისა და გამონაყარებისთვის

  • კალამინის ლოსიონი
  • ჰიდროკორტიზონის მალამო, ლოსიონი ქავილისთვის

ალერგიებისთვის

  • ანტჰისტამინური საშუალებები

გველის ნაკბენისთვის

  • არასამედიცინო სახვევი
  • მაკრატელი
  • შხამის გამოსადევნი ტუმბო
  • ტურნიკეტი (სისხლის შესაჩერებლად მკლავზე ან ფეხზე წასაჭერი ღვედი)
  • ერთჯერადი სკალპელი
  • ამიაკის ინჰალატორი

შენიშვნა: პირველადი დახმარება ვერ განკურნავს გველის ნაკბენს, გადარჩენისთვის აუცილებელია შხამსაწინააღმდეგო ტუმბო, რაც შეიძლება მოკლე დროში. თუ გველმა გიკბინათ, დამშვიდდით. თუ შესაძლებელია გველის ფერი დაიმახსოვრეთ ან ფოტო გადაუღეთ, რადგან ასე მოხდება შხამიანის იდენტიფიცირება.

დარეკეთ სასწრაფოში (112 – საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი)

ხელსაწყოები და სხვა მედიკამენტები

  • უსაფრთხოების ქინძისთავები
  • წებოვანი ლენტი
  • უვერცხლისწყლო პირის თერმომეტრი
  • კარდიოპულმონალური რეანიმაციიის სასუნთქი ნიღაბი
  • ცივი კომპრესი
  • პინცეტი
  • ვაზელინი
  • სტერილური თვალის დასაბანი
  • ლატექსის ხელთათმანები
  • ბამბის დისკები და ბამბის ტამპონები
  • მაკრატელი
  • ანტაციდი
  • ანტი-დიარეის წამალ
  • ნებისმიერი პირადი მედიკამენტები, სამედიცინო თანხმობის/ისტორიის ფორმები
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერი

ბონუსი: 

ელასტიური დოლბანდის გაკეთებისას, არ მოიჭიროთ ის ძალიან, რადგან ადვილად შეძლოთ მუხლის ან სხეულის სხვა ნაწილის მოხრა. ვიწრო სახვევს შეუძლია შეაფერხოს სისხლის ცირკულაცია, რაც საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

კიდევ რა ნივთებია საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთში რომ იყოს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!