მთავარი კულინარია რეცეპტი: გაითვალისწინეთ ორი რჩევა და მოცხარის ფოთლებისგან ვიტამინების ბომბს მოამზადებთ.

რეცეპტი: გაითვალისწინეთ ორი რჩევა და მოცხარის ფოთლებისგან ვიტამინების ბომბს მოამზადებთ.

by guramus

ჩვენ ვცდილობთ მწიფობის პერიოდში რაც შეიძლება მეტი ხილი მივირთვათ  ვიტამინების მომარაგების მიზნით. სეზონური ხილი და მით უფრო, კენკრა ძალიან სასარგებლო რომ არის ორგანიზმისთვის, ამის შესახებ ყველამ იცის. თუმცა კენკროვანი მცენარეების ფოთლების სარგებლიანობაზე ცოტას თუ  სმენია. მათი გამოყენება ფართოდ ხდება არამარტო კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც.

მოცხარის ფოთლებისგან ამზადებენ სამკურნალო ნაყენებსა და ნახარშებს. მათ ასევე ამატებენ შინაურ კოსმეტიკურ საშუალებებში. ისინი გაჯერებულია ვიტამინებით. ფოთლებს იყენებენ როგორც ახალი, ასევე გამხმარი ან გაყინული სახით. მოცხარის ფოთლების მოგროვება უმჯობესია ივნისში, როცა მცენარე აყვავებას იწყებს. ნაყოფის წარმოქმნამდე ყველა სასარგებლო ნივთიერება თავმოყრილია ფოთლებსა და ნორჩ ღეროებში.

მოცხარის ფოთლების სასარგებლო თვისებები

მოცხარის ფოთლებს ორგანიზმის  ზოგადი გამაჯანსაღებელი და გამაძლიერებელი ფუნქციები აქვს. C ვიტამინის გარდა ისინი შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს და ანტიოქსიდანტებს. მოცხარის ფოთლების ნახარში აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას, აქვეითებს წნევას, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ებრძვის ათეროსკლეროზს.

ხალხურ მედიცინაში მოცხარის ფოთლების ნაყენს იყენებენ ეკზემისა და დერმატიტის სამკურნალოდ. ნახარში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და შველის ზემო სასუნთქი გზების რესპირატორულ დაავადებებს. ამ სასმელებს ასევე კარგი შარდმდენი თვისებებიც აქვთ.

როგორ შევინახოთ მოცხარის ფოთლები

მოცხარის ფოთლებს ახმობენ და შემდეგ ინახავენ მინის ჭურჭელში, პლასტიკურ ჰერმეტულ კონტეინერებში ან ბამბის ქსოვილის ტომრებში. შენახვა საჭიროა მშრალ ბნელ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდება. ასევე შეგიძლიათ ახალი ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ და შემდეგ გაყინოთ.

არომატული მოცხარის ჩაი

ინგრედიენტები

  • 100 გ მოცხარის ახალგაზრდა ფოთოლი
  • 2 ლ წყალი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში გარეცხილი და დაქუცმაცებული ფოთლები. დააფარეთ ხუფი და დატოვეთ 15 წუთი. ნაყენი შეგიძლიათ დალევის წინ გააცხელოთ, მაგრამ არ აადუღოთ.

კლასიკური მოცხარის ჩაი

ინგრედიენტები

  • 1 ჩ. კ. შავი ან მწვანე ჩაი
  • 2 ს. კ. მოცხარის ნორჩი ფოთოლი

მომზადება

ახალი ფოთლები უნდა იყოს მუქი მწვანე და საღი. გარეცხეთ ისინი, დააქუცმაცეთ და მოათავსეთ ჩაიდანში ჩვეულებრივ ჩაისთან ერთად. დაასხით მათ მდუღარე წყალი და დატოვეთ 25 წუთი.

ახალი ფოთლების ვიტამინური მიქსი

ინგრედიენტები

  • 1 კონა ჟოლოს ფოთოლი
  • 1 კონა მარწყვის ფოთოლი
  • 2 კონა მოცხარის ფოთოლი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება

აღნიშნული კენკროვანი მცენარეების ნორჩი ფოთლები გარეცხეთ და მოათავსეთ ჩაიდანში. დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე და დადგით 20 წუთი. მზა ნაყენს შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით. თუ მარწყვის ფოთოლი არ გაქვთ, მოცხარის და ჟოლოს ფოთოლი აიღეთ თანაბარი რაოდენობით.

მცენარეთა სხვადასხვა ნაწილისა და  ბალახეულის ნაყენები დ ნახარშები დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მათ სასწაულმოქმედი ეფექტი აქვთ ადამიანის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიურ ჯანმრთელობაზეც.

უმრავლეს მათგანს ექიმებიც უწევენ რეკომენდაციას ნაწლავებისა და თირკმლების მუშაობის გასაუმჯობესებლად. რაც მთავარია, აღნიშნული სასმელები არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, რა თქმა უნდა, ზომიერი რაოდენობით მიღების დროს. ხოლო მათი სარგებლობა ხელოვნურ დანამატებთან შედარებით, უბრალოდ განუზომელია.

თქვენ რომელი ბალახის ჩაის მიირთმევთ? მოგვიყევით კომენტარებში.

სასარგებლო რჩევები და რეცეპტები კი შეინახეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!