მთავარი რჩევები არ არსებობს ცხიმიანი თმა, არსებობს ცხიმიანი კანი: აი, როგორ გავიკეთოთ პილინგი თავის კანისთვის.

არ არსებობს ცხიმიანი თმა, არსებობს ცხიმიანი კანი: აი, როგორ გავიკეთოთ პილინგი თავის კანისთვის.

by Keti

ზაფხულში თმის მოვლა ბევრად სხვანაირია, ვიდრე წელიწადის სხვა დროებში. მაღალი ტემპერატურის გამო თმის ძირები სწრაფად ცხიმიანდება და იხშობა კანის ფორები. თუ უკვე დიდი ხანია ვერ თავისუფლდებით ჭუჭყიანი თმის შეგრძნებისგან, თუმცა ხშირად იბანთ მას, თქვენ დაგეხმარებათ თავის კანის გამწმენდი პილინგი.

ქალების უმრავლესობა არც კი ეჭვობს იმას, რომ არსებობს თავის კანისა და თმის პილინგი. რა უპირატესობა აქვს მას?

თავის კანის პილინგის უპირატესობები

  1. პილინგი ასუფთავებს თავს ყველა დონეზე. ჩვეულებრივი შამპუნი ზოგჯერ თმის ძირებსაც კი ვერ ბანს.
  2. პილინგის დროს ხდება კანის მასაჟი, ხდება თმის ბოლქვების სტიმულირება და თმის ზრდის აქტივაცია.
  3. პილინგი ხსნის ფორებს და ათავისუფლებს მას ჭუჭყისგან.
  4. პილინგის შემდეგ ხდება ნივთიერებათა ცვლის აღდგენა თავის კანში. ეს კი იძლევა სისუფთავის შეგრძნებას.

პილინგმა 100%ით რომ იმოქმედოს, აუცილებელია, რომ კანი კარგად დაიტენიანოთ ორთქლით. საშუალება უნდა წაისვათ ტენიან თმაზე. პილინგი ძალიან ეფექტური, თუმცა აგრესიული პროცედურაა. გამოიყენეთ ის თვეში მაქსიმუმ ორჯერ.

მიუხედავად იმისა, რომ პილინგის ბევრი საშუალება იყიდება, ჩვენ გთავაზობთ, თავად მოამზადოთ ისინი.

თავის კანის პილინგის საუკეთესო ნარევები

1. ნახშირი და შამპუნი

აქტივირებული ნახშირის 3 ტაბლეტი დაფხვენი და შეურიე შენს შამპუნს. თუმცა ასეთი ნარევი არ გამოადგებათ ღია ფერისა და ჭაღარე თმის მქონე ადამიანებს.

თუ თმა ცხიმიანი გაქვს, ამ ნარევს დაამატე 1 ჩ.კ. ყავის ნალექი.

2. შაქარი და მარილი

ეს ნარევი უხდებათ ქერათმიანებს. შეურიე მარილი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს და გამოიყენე პილინგის სახით.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვს, მარილის ნაცვლად შეგიძლია შაქრის გამოყენებაც.

3. თიხის პილინგი

შეურიე თიხა მინერალურ წყალს, ჩაის ან კეფირს, სანამ სქელი არაჟნის კონსისტენციას მიიღებ.

გთავაზობთ ბონუსს ჩვენი რედაქციისგან და ზაფხულის პერიოდისთვის შემოგთავაზებთ რამდენიმე საშუალებას, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, რომ ეფექტურად დამალოთ თმის ცხიმიანი ძირები. ეს იმ შემთხვევაში თუ დაბანვას ხშირად ვერ ახერხებთ გარკვეული მიზეზების გამო.

თმის ხშირად დაუბანებლობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: საღებავის ჩამორეცხვის შიშიდან დაწყებული ჩვეულებრივი სიზარმაცით დამთავრებული. ასეა თუ ისეა, ზოგჯერ გვიწევს, რომ დავმალოთ ჭუჭყიანი თმა. გთავაზობთ ბინძური თმის შენიღბვის საუკეთესო საშუალებას.

1. თავსაფარი ან კეპი

ისინი არამხოლოდ იცავს თავის ქალას მზის სხივებისგან, არამედ მალავს ცხიმიან თმასაც.

2. თმის შეკვრა

გამოიყენე მშრალი შამპუნი და თმა შეიკარი მაღლა, ფუმფულა კონის სახით. ეს ვარცხნილობა ლამაზიც არის და თან მალავს ჭუჭყს თმაზე.

3. თმის სამაგრი

თმის სამაგრი დაგეხმარება თმის კარგად შეკვრასა და ძირების დამალვაში. ეს შექმნის ისეთ ტექსტურას, რომელიც თმის ცხიმიან ძირებს კარგად დაფარავს.

ზოგადად, ყველაზე მეტად ზიანდება სწორედ თმის ძირები, ამიტომ მათი მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პილინგის გარდა აუცილებლად გაიკეთეთ სახლში მომზადებული ნიღბები – თუნდაც მხოლოდ თვეში ერთხელ.

თუ მოგეწონათ ეს სტატია, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!