მთავარი რჩევები რატომ არ ღირს მზესუმზირას ზეთის შეძენა ბაზარში: პროდუქტის მავნებლობა ჯანმრთელობისთვის

რატომ არ ღირს მზესუმზირას ზეთის შეძენა ბაზარში: პროდუქტის მავნებლობა ჯანმრთელობისთვის

by Keti

ჩვენ მივეჩვიეთ საეჭვო პროდუქტების ყიდვას ბაზარში ისე, რომ არც კი ვფიქრობთ იმის შესახებ თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მათ ჯანმრთელობისთვის, რადგან, სამწუხაროდ, მათ ხარისხს არავინ ამოწმებს – აუცილებელია გვახსოვდეს ის, რომ კონკრეტულად ასეთი საკვები განისაზღვრება, როგორც გამოუსადეგარი და გამოყენებისთვის სახიფათო. ერთ-ერთი ასეთ პროდუქტს კი წარმოადგენს მზესუმზირას ზეთი.

რით არის მზესუმზირას ზეთი სახიფათო

მზესუმზირას ზეთს, რომელსაც ბაზარში შეიძენთ, დიდი ზიანის მოყენება შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან უცნობია, თუ როგორ არის ის ნაწარმოები, ასევე სად და რა დროის განმავლობაში და როგორ პირობებში ინახებოდა. უხარისხო პროდუქტმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება გამოიწვიოს მასში წარმოქმნილი ლპობისა თუ ხრწნის ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრის გამო. კერძოდ, მას შეუძლია:

  • გამოიწვიოს ძლიერი საკვებისმიერი მოწამვლა იმდენად, რამდენადაც მასში შესაძლებელია პესტიციდების არსებობა, რომლებსაც იყენებენ მზესუმზირას დამუშავების დროს, და ა.შ.
  • უარყოფითად იმოქმედოს გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
  • გამოიწვიოს წონაში მატება, რადგან მცენარეული ზეთი მაღალკალორიული პროდუქტია (რა თქმა უნდა, ეს დამახასიათებელია ხარისხიანი პროდუქტისთვისაც, თუმცა გაცილებით ნაკლები ხარისხით).
  • გაზარდოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი (განსაკუთრებით სახიფათოა არარაფინირებულ ზეთში რაიმე პროდუქტის შეწვა).

როგორ განვსაზღვროთ მზესუმზირას ზეთის ხარისხი

რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პროდუქტი ლაბორატორიაში წაიღოთ და ჩაატაროთ ექსპერტიზა. მზესუმზირას ზეთის ქიმიური ანალიზი დაადგენს მის ზუსტ შემადგენლობას. თუ არ გსურთ ამაზე დროის ხარჯვა, ან არ გაქვთ ამის საშუალება, ხარისხი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც შეამოწმოთ.

მზესუმზირას ზეთის სიახლისა და ხარისხის განსაზღვრის მიზნით, პროდუქტი ჯერ უნდა აიღოთ და კარგად დაათვალიეროთ. თუ შეამჩნევთ, რომ ზეთი ოდნავ მღვრიეა ან ფსკერზე წარმოქმნილია ნალექისმაგვარი მასა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის უკვე გაფუჭდა. გარდა ამისა, უხარისხო პროდუქტი მომწარო გემოს მქონე ხდება, ხოლო მასში რაიმე პროდუქტის შეწვის დროს, ქაფი წარმოიქმნება.

მზესუმზირას ზეთის შენახვა

გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი ცუდად იტანს ჰაერსა და სინათლეს, ნუ გააჩერებთ მას მზის სხივებზე და ოთახის განათებულ ნაწილში. ასევე სასურველია, ის მაცივარში შეინახოთ, რათა ზეთში მიმდინარე დამჟანგავი პროცესი მდორედ და ნელა წარიმართოს. ბაზარში ნაყიდი არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი არ შეინახოთ ორ თვეზე დიდხანს.

თქვენ თუ ყიდულობთ მსგავს შეუმოწმებელ პროდუქტებს ბაზარში? გთხოვთ, მოგვიყევით კომენტარებში ამ საკითხში თქვენი გამოცდილების შესახებ. ჩვენი სტატია კი სოცქსელით თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!