მთავარი კულინარია შოკოლადის თხელი ბლინებისგან მომზადებული უგემრიელესი ტორტი

შოკოლადის თხელი ბლინებისგან მომზადებული უგემრიელესი ტორტი

by guramus

ფრანგებს კრეპები აქვთ, ჩვენ კი ბლინები. მაგრამ, უფრო დიდი სიამოვნებაა ბლინის ტორტი, რომელიც რბილი, ჰაეროვანი კრემით ხასიათდება. მოამზადეთ ეს საოცრება თქვენს სამზარეულოში და გაახარეთ მთელი ოჯახი!

სახლში მომზადებული ბლინის ტორტი

გაინტერესებთ შოკოლადის კრეპებისგან მომზადებული ტორტი? ფრანგული დესერტი, რომელიც პირში დნება!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 ჭიქა რძე
  • 4 კვერცხი
  • 4 ს.კ. კაკაო
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 60 გ ნაღების კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 210 გ ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500 მლ რძე
  • 3 კვერცხის გული
  • 40 გ სიმინდის სახამებელი
  • 150 გ შაქარი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 200 მლ ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის)

მომზადება

1. მოხერხებულ ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი. საგულდაგულოდ ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ რძე და განაგრძეთ თქვეფა.

2. ცალკე აურიეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ჩაუშვით რძის მასა და აურიეთ.

3. წაუსვით გაცხელებულ ტაფას ცოტაოდენი ნაღების კარაქი და დაიწყეთ ბლინების გამოცხობა. 3 წუთი ერთ მხარეს და 1 წთ მეორე მხარეს საკმარისი იქნება. ცომი ცოტაოდენი აიღეთ, რათა ბლინები თხელი გამოვიდეს.

4. კრემის მოსამზადებლად აადუღეთ რძე, ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი. მასაში ჩაასხით ცოტაოდენი ცხელი რძე და მუდამ ურიეთ.

5. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. დაუმატეთ ნაღების კარაქი და ათქვიფეთ.

6. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შემდეგ აურიეთ კრემთან.

7. ბლინებს წაუსვით კრემი, დადგით ტორტი მაცივარში 2 საათით. მორთეთ სეზონური ხილით.

ფრანგული ტორტი შოკოლადის კრეპებისგან მზადაა.