მთავარი კულინარია ბულგარული წიწაკის მომზადების რამდენიმე ხერხი ზამთრისთვის

ბულგარული წიწაკის მომზადების რამდენიმე ხერხი ზამთრისთვის

by guramus

ტკბილი წიწაკა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში: ემატება სალათებს, სუპებს, გარნირებს… ამიტომაც, დიასახლისები ეძებენ ხერხებს მოამზადონ ის ისე, რომ სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნონ ზაფხულშიც და ზამთარშიც.

ამასთან, 100 გრამ წიწაკაში ვიტამინი C-ს დღიური ნორმაა. გიზიარებთ ბულგარული წიწაკის მომზადების 5 ხერხს, რომელიც მთელი წელი მოგცემთ საშუალებას ამ სასარგებლო ბოსტნეულით მრავაფლეროვან კერძებში დატკბეთ.

ფარშირებისთვის

დაგჭირდებათ ერთი ფორმის და ზომის წიწაკა. გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ მოაჭერით თავები და მარცვლები. გაასუფთავეთ ხელსახოცით შიდა ნაწილი.

ერთმანეთში ჩააწყვეთ 4-5 ც წიწაკა. გადაიტანეთ პაკეტში, შეახვიეთ და გაგზავნეთ მაცვარში. მსგავსად მომზადებულს ადვილად გააცალკევებთ და მოხერხებულად მოახდენთ მათ ფარშირებას.

პიცისთვის

მოამზადეთ წიწაკა ისევე, როგორც პირველ რეცეპტში. არ გადაყაროთ თავები, ისინი ისევ დაგჭირდებიან. დაჭერით გასუფთავებული სხვადასხვა ფერის წიწაკა წვრჯლ მაჭრებად, რომლებსაც პიცის მომზადებისას მოხერხებულად გამოიყენებთ.

დააწყვეთ ნაჭრები მაგიდაზე და დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცით. გადაიტანეთ ჩვეულებრივ პაკეტში ან პლასტიკურ ჭიქაში. მათში მოთავსებისას ფორმას უკეთ შეინარჩუნებენ. გაუშვით მაცივარში.

სალათებისთვის

დაჭერით წიწაკა კუბიკებად ან ფირფიტებად. მათ გამოყენებას შეძლებთ სუპებში, სალათებსა და ჩათუშულ ბოსტნეულში.

მოაცილეთ ზედმეტი ნაწილები ქაღალდის ხელსახოცით. გადაიტანეთ ნაჭრები პაკეტში ან პლასტიკურ ბოთლში.

პირველი კერძებისთვის

მოვიდა დრო რაღაც მოვუხერხოთ დარჩენილ წიწაკის “ქუდებს” , რომლებიც შევინახეთ მოაჭერით კიდები და მხოლოდ სირბილე დატოვეთ.

მოათავსეთ ნაჭრები ბლენდერში და დაჭყლიტეთ პიურეს მსგავსი მასის მიღებამდე.

პიურე ყინულისთვის განკუთვნილ ფორმებში გადაიტანეთ. მოათავსეთ მაცივარში, დაუცადეთ გაყინვას. გადაიტანეთ გაყინული კუბიკები პაკეტში სამომავლო შენახვისთვის. ზამთარში პირველი კერძების გემოს გასაუმჯიბესებლად გამოგადგებათ.

წასახემსებლებისთვის

ამისთვის დაგჭირდებათ დიდი ზომის წიწაკა. დააფინეთ გაზქურაში სპეციალური ქაღალდი. მოათავსეთ მასზე წიწაკა და 200 გრადუსზე გაცხელებულ ფაზქურაში 30 წთ ამზადეთ.

ამ დროის  განმავლობაში გადაიტანეთ წიწაკა ქვაბში, დაახურეთ თავზე და გააცივეთ. გამოაცალკევეთ ქერქი და წიწაკა. ახლა ამის გაკეთება რთული არაა. გაასუფთავეთ და თითოეული მათგანი 3-4 ნაჭრად დაჭერით.

გაანაწილეთ წიწაკის ნაწილები თავსახურიან კონტეინერებში. ზამთარში გაყინული დაჭერით ფირფიტებად, დაუმატეთ ორეგანო, ნიორი და კამა. მოასხით ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.

ეს რეცეპტები საშუალებას გაძლევთ ბულგარული წიწაკა მთელი წელი შეინახოთ. გამოიყენეთ ტკბილი წიწაკა დღეში 1 – 2ჯერ და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიძლერებთ იმუნიტეტს და აივსებით ვიტამინებით.