მთავარი სილამაზე ბებიაჩემი 83 წლის არის, მაგრამ 60 წელზე მეტს არ მისცემდით. სოდის სახით ჩვენი სამზარეულოს კარადაში ნამდვილი განძი ინახება.

ბებიაჩემი 83 წლის არის, მაგრამ 60 წელზე მეტს არ მისცემდით. სოდის სახით ჩვენი სამზარეულოს კარადაში ნამდვილი განძი ინახება.

by Keti

სოდის სახით ჩვენი სამზარეულოს კარადაში ნამდვილი განძი ინახება. საკვებ სოდას შეუძლია შეცვალოს სკრაბი, ტონიკი, მიცერალური წყალი და ნიღბები. მთავარია, ის სწორად შეურიოთ სხვა ინგრედიენტებს.

სოდის ნიღბების ეფექტი გამაოგნებელია: კანი ხდება გლუვი და განახლებული, გამწმენდი თვისებების გარდა, სოდას აქვს უნარი – ასწიოს სახის ოვალი და გაასწოროს წვრილი ნაოჭები 35 წლის ასაკში.

სოდა სახის კანისთვის

  • სოდის სარგებლობა კანისთვის უდავოა. ეს იმის პარალელურად, რომ სოდა არანაირ ვიტამინს არ შეიცავს. ხოლო მინერალებიდან მხოლოდ ნატრიუმს. მიუხედავად ამისა, სოდის აბაზანები ძველი დროიდან მიიჩნევა, როგორც გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი.
  • სოდა გულმოდგინედ ასუფთავებს კანზე ყველა სახის ჭუჭყს: მტვერს, ცხიმს და მაკიაჟის ნარჩენებს. ამაში მას თავისებური სკრაბისმაგვარი ტექსტურა ეხმარება. გარდა ამისა, სოდა ათეთრებს კანს. მისი პროცედურების დახმარებით შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ჭორფლის, პიგმენტური ლაქებისა და არასასურველი რუჯისგან.

  • სოდა მძლავრი აბსორბენტია, მას გამოჰყავს ტოქსინები და თავისუფალი რადიკალები კანის ზედა შრისგან. ამის უნარი არ აქვს ჩვეულებრივ საპონს ან მიცერალურ წყალს.
  • სოდით დაბანა ხსნის დაძაბულობას, პილინგის სხვა სახეებისგან განსხვავებით. ის ასევე ფლობს მადეზინფიცირებელ ეფექტს, ებრძვის სოკოს და ბაქტერიებს. ამიტომ ძალიან ეფექტურია გამონაყართან ბრძოლაში.
  • სოდა არბილებს კანს და ხსნის ფორებს, ამით იდეალურად ამზადებს კანს მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებებისთვის.

სოდით გაწმენდას თავისი ნიუანსები აქვს. ასე მაგალითად: ნატრიუმი რეაქციაში შედის კანთან თითქმის ელვისებურად. ამიტომ ნებისმიერ ნიღაბს დადებითი ეფექტი აქვს უკვე 10 წუთის შემდეგ. სოდა ძალიან სწრაფია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე, ნაზი და ამავე დროს მშრალი კანი შესაძლოა დაზიანდეს ასეთი აქტიური კომპონენტისგან. შინაური ნიღბების კურსი არ არის შეზღუდული, თუმცა არ ღირს სოდის პროცედურების ბოროტად გამოყენება. 5-7 დღეში ერთი პროცედურა სავსებით საკმარისია. გამოყენების შემდეგ აუცილებელია კანის მაშინვე დატენიანება. გამონაკლისია დამატენიანებელი ნიღბები, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ.

ნიღბები ღრმა წმენდისთვის

კანის ღრმა წმენდისა და შავი წერტილების მოსაშორებლად იყენებენ წყალბადის ზეჟანგთან შერეულ სოდას. ნარევით ფრთხილად გაიწმინდეთ სახე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ფორთოხლის წვენზე დამზადებული ნიღაბი დაგეხმარებათ სწრაფად გათავისუფლდეთ პიგმენტური ლაქებისგან, ხოლო კვერცხის ცილაზე მომზადებული ნიღაბი – სახის ოვალის აწევისთვისაა ეფექტური.

კანის მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი

საჭიროა ცხიმოვანი საფუძველი. ორ ს. კ. სოდას დაამატეთ ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი. თუ გაქვთ საშუალება, რომ გამოიყენოთ მწიფე ავოკადო, ერთდროულად ორ კურდღელს მოკლავთ (ცოცხალი ვიტამინების, მინერალებისა და მჟავების კომპლექსური მოქმედება გაცილებით ეფექტური იქნება კანისთვის). ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება ერთი კოვზი ავოკადოს რბილობი.

ნიღბები მშრალი და დაზიანებული კანისთვის

შვრიის დაფქულ ფანტელს ურევენ სოდაში, თანაფარდობით 1:1 და ასხამენ თანაბარი რაოდენობით კეფირს ან ნაღებს. ამ ნიღბის გამოყენების შედეგად ხდება კანის რბილი წმენდა, დარბილება და დაზიანების აღდგენა.

ნიღბები მოდუნებული კანისთვის

ღრმად დამატენიანებელი ნიღბების გარდა გირჩევთ, მოსინჯოთ სოდისა და კიტრის გამაჯანსაღებელი ნარევი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნახევარი კიტრი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • ერთი ჩ. კ. შვრიის ფანტელი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • ნახევარი ჩ. კ. ვაშლის ძმარი

შეურიეთ ყველა პროდუქტი ბლენდერში. ნიღაბი წაისვით და გაიჩერეთ 15 წუთით. ამ სახის ნიღაბში სოდის შემცველობა მცირეა. თაფლში, კიტრსა და შვრიაში არსებული აქტიური ნივთიერებები ღრმად აღწევს გაწმენდილ კანში. ნიღაბი უნდა წაისვათ რბილი და მასაჟური მოძრაობებით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

სოდას შესანიშნავი დამარბილებელი ეფექტი აქვს ხელებისთვისაც. კვირაში ერთხელ ხელის ნიღბის გამოყენებით თქვენ შეძლებთ რბილი და გლუვი ხელის კანის შენარჩუნებას 50 წლის შემდეგაც კი. სოდის გამათეთრებელ ეფექტს დიდი მნიშვნელობა აქვს: თეთრი კანი და ფრჩხილები არასდროს გავა მოდიდან.

სოდის ნიღბები შეგიცვლით ძვირადღირებულ ვიზიტს კოსმეტოლოგთან, უბრალოდ აუცილებელია მსგავსი შინაური პილინგების შემდეგ გამოიყენოთ ინტენსიური ნატურალური დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ კანის ზედმეტ გამოშრობას და დამატებით ეფექტს მოახდენენ ქსოვილის კვებაში: გახსნილი ფორები უკეთ სუნთქავს და უკეთ ითვისებს საჭირო კომპონენტებს.

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, კარგად შეინახეთ სილამაზის ეს რეცეპტები და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!