მთავარი კულინარია ვაშლის დიეტა

ვაშლის დიეტა

by guramus

დიეტის დაცვამდე სირთულეს წარმოადგენს არა თავად საკვების შეზღუდვა, არამედ ფიქრი იმის შესახებ თუ ”რისი ჭამა შემიძლია?” ყველა ხანგრძლივ დიეტას არ აქვს ჩამოყალიბებული მენიუ და ხშირად თავის მტვრევაა საჭირო შესაბამისი კვების გეგმის შესამუშავებლად. თუ ეს საკითხი და ძვირადღირებული დიეტები გაბრკოლებთ, მოაწყეთ სწრაფი დიეტის დღეები. ერთკვირიანი ასეთი დიეტა სამიდან ექვს კილომდე წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ამასთან თქვენ არ იშიმშილებთ.

გასახდომი პროდუქტები

თუ გიფიქრიათ, რომელ სამ პროდუქტს შეუძლია თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ცილებზე, ცხიმებსა და ნახშირწყლებზე? მათ ცალკ-ცალკეც იყენებენ მონოდიეტების სახით. ხოლო თუ ამ პროდუქტებს შევაერთებთ, გამოვა სუპერბალანსირებული მენიუ. ეს სამი პროდუქტია: შვრია, ვაშლი და ხაჭო. თითოეული მათგანი საუკეთესოა ცხიმების წვის საქმეში: ვაშლი – სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების წყაროა, შაქარს შეიცავს მინიმალური რაოდენობით. შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ამის წყალობით ასუფთავებს ნაწლავებს, გარდა ამისა, ის B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა. ხაჭო შედგება ცხიმოვანი ამინომჟავებისგან, რომლებიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამასთან ცილის საუკეთესო წყაროა.

ამ სწრაფი დიეტის პლიუსები სახეზეა:

  • წონაში კლება მოკლე პერიოდში (ეს შესამჩნევი ხდება უკვე მეხუთე დღეს)
  • სუფთა და ჯანმრთელი სახის კანი დიეტის უკვე მესამე დღეს აღინიშნება
  • საჭმლის მომზადებაზე მინიმალური დროის ხარჯვა
  • იაფი და ადვილად საშოვნელი პროდუქტები
  • დაბალანსებული კვება
  • შიმშილის შეგრძნების არარსებობა და კუჭში სიმსუბუქის განცდა

ამ დიეტის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ ის, რომ წყალზე მომზადებული შვრია რთული საჭმელია და სჯობს ის თავიდანვე ვაშლთან ერთად მივირთვათ. გარდა ამისა, აღნიშნული სამი პროდუქტისგან შედგენილი მენიუ შესაძლოა სწრაფად მობეზრდეს მათ, ვისაც ეს პროდუქტები არ უყვარს.

დღის მიახლოებითი მენიუ

საუზმე: ერთი თეფში შვრიის ფაფა და ორი ცალი ვაშლი.

სადილი: ერთი თეფში შვრიის ფაფა თაფლით, ასი გრამი ხაჭო და სამი ცალი ვაშლი.

ვახშამი: ორასი გრამი ხაჭო და ორი ცალი ვაშლი.

დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ წყლისა (უმჯობესია მინერალური) და ჩაის (რა თქმა უნდა, უშაქრო) შეუზღუდავი რაოდენობა. სამ დღეში ერთხელ მენიუში უნდა ჩართოთ სამასი გრამი ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. ის უნდა მიირთვათ სადილსა და ვახშამს შორის შუალედში, რათა შეივსოთ ვიტამინებისა და მინერალების დანაკლისი.

ერთ კილო ვაშლს დღეში ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორის ორგანიზმში დაგროვილი ნაგვის გამოტანა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის წონის რაოდენობას. ვაშლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ პიურე და შეურიოთ ხაჭოს, ან უბრალოდ  გამოაცხოთ. მაგრამ უმჯობესია, მიირთვათ უმი სახით. ხაჭო შეარჩიეთ უცხიმო, ან მაქსიმუმ 4% ცხიმის შემცველი. ამ დიეტის დროს ორგანიზმი ცხიმების მინიმალურ რაოდენობას იღებს, ვინაიდან მან უნდა დახარჯოს საკუთარი მარაგი.

გისურვებთ წარმატებულ და ჯანსაღ წონაში კლებას!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!