მთავარი სილამაზე რჩევები: როგორ დავიბანოთ სახე სწორად, რათა კანი ბრწყინავდეს

რჩევები: როგორ დავიბანოთ სახე სწორად, რათა კანი ბრწყინავდეს

by guramus

თითქოს სახის დაბანაში არაფერია რთული. დალბობა, გასასუფთავებელი სითხის წასმა – და მზადაა. სინამდვილეში არსებობს დეტალები, რომელთა დამახსოვრება სასარგებლოა.

1. ხელსახოცები

ეს მარტივი ხერხია მოიშოროთ დაბინძურება და კოსმეტიკური ნარჩენები. მაგრამ, რა ფასად? შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები უმკლავდებიან დავალებას, მაგრამ, კანს აღიზიანებენ, განსაკუთრებით თვალის გარშემო არსებულ ნაზ, რბილ კანს.

2. ძლიერი საშუალებები ცხიმიან კანზე

ალბათ ბევრჯერ გაქვთ წაკითხული, რომ ცხიმიანი კანისთვის სასარგებლოა იმ საშუალებების გამოყენება, რომლებიც ყველაფერ ზედმეტს მოაშორებენ. მაგრამ, თქვენ უარესს აკეთებთ! კანი მეტი ცხიმის წარმოქმნას იწყებს და წრე იკვრება. აჯობებს თუ უფრო რბილ საშუალებას აიღებთ, რომელიც არ გამოაშრობს ფორებს ძლიერად.

3. მხოლოდ დაბანა

დიახ, წყალი ბევრ რამეს ჩამორეცხს, მაგრამ არა ყველაფერს. მაკიაჟის გარდა, სახეზე ისვამთ მზის დამცავ კრემს, შრატს და სხვა საშუალებებს და თუ ისინი ფორებში დარჩებიან, ანთების პროცესი დაიწყება.

4. წყლის ტემპერატურის ცვლილება

გათავისუფლდით მითების დაჯერებისგან! ცხელი წყალი არ აღებს ფორებს, ცივი კი არ კეტავს. ტემპერატურის ცვლილებით კანს შოკურ მდგომარეობაში აგდებთ, რაც მასზე უარყოფითად აისახება.

5. სკრაბი (და ისევ სკრაბი)

ხავერდოვანი კანის სასიამოვნო განცდა რთულია დავივიწყოთ და დროსთან ერთად ზედმეტად მოვიხმართ სკრაბს. შეყწვიტეთ! დაიდეთ ის კვირაში ერთხელ.

6. ინგრედიენტები

შეიძლება დიდხანს შეეწინააღმდეგოთ საშუალებებს სულფატების გარეშე, მაგრამ, სუნამოც შეიძლება საზიანო იყოს კანისთვის. აუცილებლად შეამოწმეთ ალერგია ხომ არ გაქვთ მის რომელიმე კომპონენტზე.

 

7. ფასი

საშუალება დასაბანად არ უნდა ღირდეს ძალიან ძვირი, რადგანაც მათ მარტივი და კონკრეტული დანიშნულება აქვთ. აირჩიეთ ის ფასის ხარისხთან მიმართებაში.