ამა თუ იმ ერის სულიერი კულტურის განხილვისას, არქიტექტურისა და ფერწერის გარდა, ეროვნული სამზარეულოც მისი ინდივიდუალიზმის გამომხატველია. დღეს ჩვენ მოგიმზადეთ მსოფლიოში არსებული ყველაზე გემრიელი და ლამაზი დესერტებიდან 14 ვარიანტი. ისინი უკლებლივ ყველა ადამიანმა უნდა გასინჯოს.
ყველაზე გემრიელი რეცეპტები
1. ჩეხური კნედლიკები
კნედლიკები ნაციონალური ჩეხური დესერტია. თუ მათ ტკბილი შიგთავსი აქვთ, უწოდებენ ხილის კნედლიკებს. ყველაზე პოპულარული შიგთავსი არის მარწყვის, ატმის, გარგარის, მოცვის… სუფრასთან ხილის კნედლიკები მიაქვთ შაქრის პუდრასთან ან წვრილად გახეხილ ყველთან ერთად. გემოთი ისინი ჩვენთვის ცნობილ ტკბილი შიგთავსის მქონე ვარენიკებს ჰგავს.
2. პუდინგი ,,ბოქლომი” (ინგლისური დესერტი)
ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლებმა ამ დესერტის შექმნით ბევრი მოიგეს. ზოგი ინგლისელი მზად არის, რომ ძირითადი კერძიც კი გამოტოვოს იმისათვის, რომ სწრაფად დაიწყოს ამ თბილი და შესანიშნავი დესერტის მირთმევა. ის უხვად არის მორწყული მარწყვის ან ალუბლის სოუსით.
3. ჩუროსი (ესპანური დესერტი)
ჩუროსი ტრადიციული ესპანური დესერტია, რომელიც მზადდება მოხარშული ცომისგან. მას ან წვავენ ფრიტურში ან აცხობენ ღუმელში. შესაძლოა, დესერტს ჰქონდეს შიგთავსი ან მის გარეშე იყოს. ესპანეთში ამ გემრიელ ნუგბარს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ყიდიან – ქუჩაში, რესტორნებში, კაფეებში. მას მიირთმევენ როგორც ბავშვები, ისე – მოზრდილი ადამიანები.
4. ტირამისუ (იტალიური დესერტი)
ტირამისუ 100%ით იტალიური კერძია, ისევე როგორც სპაგეტი და პიცა. უსარგებლო იქნება იმის ახსნა, თუ რა არის ტირამისუ და არც მისი ნაზ ტორტთან, პუდინგთან ან სუფლესთან შედარება იქნება კარგი აზრი. თამამად მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია – ეს შესანიშნავი იტალიური დესერტი შეუძლებელია, რომ მიირთვა ქუჩაში, სიარულის დროს, მანქანაში ან თუნდაც პარკის სკამზე. მას ხომ არისტოკრატული წარმომავლობა აქვს, ამიტომ შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს.
5. წაბლის კინტონი ან ნაღების კანფეტი (იაპონური დესერტი)
იაპონელი გურმანები ამზადებენ წაბლის კინტონებს, ე. წ. ნაღების კანფეტებს. მის მოსამზადებლად იყენებენ ტკბილ კარტოფილს, ტკბილ სოუსსა და ძმარს. თუმცა მთავარი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული ჯიშის წაბლი, რომელიც მხოლოდ იაპონიაში იზრდება.
6. ,,დრაკონის წვერები” (ჩინური დესერტი)
საინტერესო ტკბილეული ,,დრაკონის წვერები” რაღაც საშუალოა წიწვსა და შაქრიან ბამბას შორის. მისი მომზადება მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს შეუძლიათ. ისინი წელავენ შაქრის ძაფებს, როგორც ვერმიშელს, ახვევენ, კვლავ წელავენ, ისევ ახვევენ და ა. შ. სანამ ძაფები თმის ღერზე უფრო თხელი არ გახდება. შემდეგ ძაფებს ჭრიან და ახვევენ გარშემო დაღერღილ არაქისს, სეზამს ან შოკოლადს. გარეგნულად ტკბილეული ძალიან ჰგავს თეთრი ძაფის გორგალს.
7. გულაბ ჯამუნი (ინდური დესერტი)
გულაბ ჯამუნი ფორმით ძალიან ჰგავს ლამაზ ბურთს. თავისებურად ის ფუნჩულას მსგავსია. მზადდება ფქვილისა და სიმინდის ზეთისგან. ასევე ემატება მშრალი რძე, ფსტა და ქიშმიში. ამ უჩვეულო დესერტის მთელი არსი არის სეროფში, სადაც ბურთებს ყურსავენ მთელი ღამით გაჟღენთვისთვის. სეროფის შემადგენლობა განსხვავდება ინდოეთის შტატის მიხედვით. ის შეიძლება იყოს ვაშლისგან, ციტრუსისგან ან ვარდის წყლისგან მომზადებული. როგორიც არ უნდა იყოს სეროფი, დესერტი უჩვეულოდ გემრიელი გამოდის.
8. ფახლავა (თურქული დესერტი)
ამ აღმოსავლური ტკბილეულის ფუძე არის სწრაფად გახმობადი ცომი, ე. წ. ,,ფილო”. მას ალაგებენ რამდენიმე შრედ და უხვად უსვამენ გამდნარ კარაქს, თაფლს ან შაქარს. ასევე ასხამენ ფორთოხლის ან ლიმონის წვენს. უბრალოდ საკვირველია, როგორ შერჩებათ ხოლმე ჯანსაღი კბილები თურქებს ასეთი ტკბილეულის ხშირი მირთმევის შედეგად.
9. ავოკადოს ნაყიდი (ბრაზილიური დესერტი)
ბრაზილიაში ამზადებენ განსაკუთრებულ ნაყინებს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტროპიკული ხილისგან – იქნება ეს ანანასი, ბანანი, მანგო, გუავა და ავოკადოც კი. ამ დესერტის მოსამზადებლად ავოკადოს ცხიმიან რბილობს თქვეფენ შედედებულ რძესა და ლაიმას წვენთან ერთად. გამოდის ძალიან გემრიელი და უჩვეულო.
10. პიკარონესი (პერუს განთქმული დესერტი)
პიკარონესი ეს არის პერუული ფუნჩულების ერთ-ერთი სახეობა, მას სეროფთან ერთად იყენებენ. პიკარონესი მზადდება ფქვილის, საფუარისა და შაქრისაგან. ასევე ემატება ბატატა (ტკბილი სიმინდი), გოგრა და ანისი.
11. შოკოლადის ტორტი ლუდით (ირლანდიური დესერტი)
ირლანდიელებს თავიანთი წარმოდგენები აქვთ შობისა და სხვა ქრისტიანული დღესასწაულების აღსანიშნავად. ხოლო ალკოჰოლი აქ მთავარ როლს ასრულებს, დესერტებს შორისაც კი. შოკოლადისა და ლუდის ერთობლიობა ტორტში უბრალოდ დაუჯერებელია. თუმცა, რეალურად, გამოცხობის დროს მთელი ალკოჰოლი ორთქლდება, ამიტომ დესერტის მიღება ბავშვებსაც შეუძლიათ.
12. საშობაო მორი (ბელგია და საფრანგეთი)
ჯადოსნური ,,საშობაო მორი” წარმოშობით საფრანგეთიდან და ბელგიიდან არის. ამ დესერტის გამოცხობას აღნიშნულ ქვეყნებში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ბისკვიტის რულეტი განასახიერებს მორს სადღესასწაულო კერიდან. ეს ,,საშობაო მორი” კელტების წმინდა რიტუალის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო.
მრავალი ევროპელი თვლის, რომ სურვილი, რომელსაც ჩაიფიქრებ ამ შესანიშნავი ტკბილეულის მომზადების ან მირთმევის დროს, აუცილებლად აგისრულდება.
13. ტორტი ,,პავლოვა” (ავსტრალია და ახალი ზელანდია)
ამ უნაზეს დესერტს უბრალოდ აღმერთებენ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინგლისში. ტორტს ასე ეწოდა ლეგენდარული რუსი ბალერინას – ანა პავლოვას – პატივსაცემად. ის შექმნეს გასული საუკუნის 20-იან წლებში, როცა ანა გასტროლებით იმყოფებოდა ავსტრალიასა და ოკეანიაში.
ჰაეროვან დესერტს აქვს ხრაშუნა ქერქი, ხოლო შიგნიდან ის არის რბილი. ტორტს რთავენ ათქვეფილი ნაღებითა და სხვადასხვა სეზონური ხილით, ან კენკრით – გემოვნების მიხედვით. გარდა ამისა, აღნიშნული დესერტი ნაკლებად კალორიულია. ამიტომ მისი მირთმევა დიეტის დროსაც შეიძლება.
14. მოჭიქული ყველეული (უკრაინული დესერტი)
ისტორიამ არ შემოინახა არავითარი ცნობა იმ პირველ ადამიანზე, რომელმაც ხაჭოს ტკბილი ყველეული მოამზადა. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ის სლავი იყო. და ვისაც არ უნდა გამოეგონა ეს დესერტი, ამ მარტივი და გენიალური აღმოჩენის შედეგად მრავალი ტკბილის მოყვარული თაობა გაიზარდა.
ბევრს უყვარს მოჭიქული ყველეულის მირთმევა არაჟანთან ან სხვადასხვა მურაბასთან ერთად. ზოგი კი უპირატესობას ახალ ხილთან მიყოლებას ანიჭებს.
საყოველთაოდ მიღებული აზრის საწინააღმდეგოდ, დესერტები სრულყოფილი კვების განუყოფელი ნაწილია. მთავარი პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს, დიეტოლოგების აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ დესერტები არ უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში. ხოლო განსაკუთრებული მოვლენების, დღესასწაულების, სუფრების დროს ისინი თავისებური დაჯილდოება და თავის განებივრებაა.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი დესერტები ღირს, რომ ერთხელ მაინც გასინჯოთ ცხოვრებაში. საკმარისია ერთი მირთმევა და თქვენ სამუდამოდ შეიყვარებთ ყოველ მათგანს. ისინი გვხიბლავენ თავისი მკვეთრი გემოთი და ულამაზესი ვიზუალური შესახედაობით.
მოგეწონათ სტატია? მოგვიყევით კომენტარებში თქვენთვის უსაყვარლესი დესერტის შესახებ. ეს გემრიელი სია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!