ტოლმის მომზადება – ეს მთელი ხელოვნებაა. ყველა დიასახლისს თავისი რეცეპტი აქვს, ბევრი მათგანი ექსპერიმენტებს ატარებს და იყენებს სხვადასხვა შიგთავსს. ასევე სუფრასთან მიტანის საშუალებებს. სტუმრებისა და ოჯახის წევრების გასაოცებლად ყველას უნდა, რომ რაიმე განსხვავებული გააკეთოს.
ჩვენ ამაში დაგეხმარებით და დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი კომბოსტოს რულეტები ისე, რომ ყველა აღტაცებაში მოიყვანოთ. აქამდე ყოველთვის ხორციანი შიგთავსის მქონე ტოლმის რეცეპტებს გთავაზობდით, ხოლო დღეს გეტყვით, როგორ მზადდება სამარცხვო კომბოსტოს რულეტები. ისინი არამხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ იმ ადამიანებსაც დაეხმარება რაციონის გამდიდრებაში, რომლებიც იცავენ დიეტას ან არ მიირთმევენ ხორცეულს.
ინგრედიენტები
- ერთი თავი თეთრი კომბოსტო
- ორი ცალი ხახვი
- ორი ჭიქა ბრინჯი
- სამი ს. კ. ზეთი
- ტომატ პასტა გემოვნებით
- წყალი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ კომბოსტო და შემდეგ გააშრეთ. მოათავსეთ ის პოლიეთილენის პაკეტში და შედგით საყინულეში ერთი დღე და ღამე. შემდეგ გამოიღეთ კომბოსტო, ამოაცალეთ მას გული და ფრთხილად მოაცალეთ ფოთლები.
2. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით კუბებად, მოშუშეთ ის სქელი ძირის მქონე ტაფაში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. შემდეგ დაამატეთ ტომატ პასტა და კარგად აურიეთ.
3. ტაფაში ჩაუშვით წინასწარ გარეცხილი ბრინჯი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაასხით 100 მლ წყალი. ბოლოს მოაყარეთ მას საყვარელი საკმაზი და მოშუშეთ.
4. კომბოსტოს ფოთლები გაასწორეთ დანით. მის მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ ბრინჯის შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტების სახით. შემდეგ მოამრგვალეთ ლოკოკინისებურად ყოველი რულეტი.
5. ,,ლოკოკინები” მოათავსეთ იმ ტაფაში, სადაც ხახვი მოიშუშა. ადუღებული ცხელი წყალი შეურიეთ ტომატ პასტას, მიღებულმა სითხემ ტოლმა მთლიანად უნდა დაფაროს.
6. დააფარეთ ,,ლოკოკინებს” დარჩენილი მთლიანი კომბოსტოს ფოთლები, დააჭირეთ თეფში, ხოლო ზემოდან კი დააფარეთ თავსახური.
7. კერძი ხარშეთ ნელ ცეცხლზე იქამდე, სანამ სითხე მთლიანად არ აორთქლდება. ამას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება. ტოლმა მზად არის!
რჩევა: კომბოსტოს ფოთლების ჩამონაჭრები შეგიძლიათ სხვადასხვა სალათისთვის გამოიყენოთ. მზა კერძი სუფრასთან მიიტანეთ არაჟნის სოუსთან ერთად, რომელსაც დამატებული ექნება დაჭრილი ნიორი და მწვანილი. კერძი გამოიყურება ძალიან უჩვეულოდ და სადღესასწაულოდ. გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მოგვიყევით შთაბეჭდილებების შესახებ კომენტარებში, სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ!