ხშირი მშრალი საუზმე იწვევს იმას, რომ ხშირად ვოცნებობთ ჩვეულებრივ ცხელ სუფზე. ნამდვილი კულინარები ხორცის გარეშეც შესანიშნავ სუფს ამზადებენ, თუმცა ხორცით ბევრად უფრო გემრიელია.
ქათმის სუფი ცომის გუფთებით
ქათმის სუფი ხორცთან ერთად ძალიან კარგია, მაგრამ როცა ხორცი ძალიან ბევრი არ არის, ყოველთვის შეიძლება მოვამზადოთ ცომის გუფთებიანი სუფი. ცომის გუნდები მაკარონზე უფრო გემრიელია და მზადდება საკმაოდ სწრაფად. შესაძლოა ამ გუფთების მომზადება მწვანილით, ნივრით და ასევე ხაჭოთიც კი. ხაჭოს ცომის გუნდები გამოირჩევა ნაზი ტექსტურით და ისინი ძალიან უყვართ ბავშვებს.
ჩვენ დღეს მოგიყვებით, როგორ უნდა მოამზადოთ ქათმის სუფი ხაჭოს ცომის გუნდებით ნახევარ საათში.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ქათმის ხორცი
- ორი ლ წყალი
- ერთი ცალი დაფნის ფოთოლი
- ორი ცალი კარტოფილი
- ერთი თავი ხახვი
- ერთი ცალი სტაფილო
- 70 გ ხაჭო
- სამი ჩ. კ. არაჟანი
- 15 გ კარაქი
- ორი ს. კ. ფქვილი
- ერთი ცალი კვერცხი
- მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. მოხარშე ქათამი და გააკეთე მისგან ბულიონი. ბულიონის ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარე და ხორცს დაასხი სუფთა წყალი, ბულიონი კი ხელახლა გააკეთე.
2. ქვაბში ჩაამატე მარცვლოვანი შავი პილპილი და ერთი ცალი დაფნის ფოთოლი. იმისათვის, რომ ბულიონი გამჭვირვალე გამოვიდეს, ის ხარშე დაბალ ცეცხლზე და თან მოხადე ქაფი.
3. ხახვი დაჭერი წვრილად და მოშუშე ის ზეთში. კარაქი დაამატე ძალიან ცოტა, სულ ერთი ჩ. კ.
4. გაფცქვენი სტაფილო, გახეხე ის მსხვილ სახეხზე და მოშუშე ხახვთან ერთად ნახევრად. შეგიძლია ხახვი და სტაფილო პირდაპირ ჩაყარო ბულიონში უმი სახით.
5. გაფცქვენი ორი ცალი კარტოფილი და დაჭერი წვრილ კუბებად.
6. ქათმის ხორცი ამოიღე ბულიონიდან და ჩაყარე სუფში კარტოფილი, ხახვი და სტაფილო.
7. ბოსტნეული ხარშე 10 ან 15 წუთი, ამავე დროს მოამზადე ცომის გუნდები.
8. შეურიე ერთმანეთს ხაჭო, არაჟანი, კარაქი, კვერცხი და ფქვილი. დაამატე მარილი. კარგად აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი უნდა იყოს სქელი, მაგრამ ძალიან არა.
9. ყველაზე სასიამოვნო საქმე: აიღე ჩაის კოვზით ცოტა ცომი და ჩაუშვი ის მდუღარე ბულიონში. ეს გააკეთე იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდება. როცა ცომის გუფთები ამოტივტივდება ზედაპირზე, ამის შემდეგ ხარშე კვლავ ოთხი წუთი და ჩააქრე. ბოლოს შეგიძლია ცოტა მწვანილი დაამატო.
ხაჭოს ცომის გუნდები გამოდის ძალიან ნაზი და სუფს აძლევს ნაღების გემოს. თუმცა ასეთი წვნიანი მაცივარში დიდხანს არ ინახება, რადგან შესაძლოა ხაჭოს გამო ამჟავდეს.
თქვენ თუ გიყვართ მსგავსი სახის ექსპერიმენტები? გაგვიზიარეთ კომენტარებში! ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!