მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ “პონჩიკები” ვაშლით

როგორ მოვამზადოთ “პონჩიკები” ვაშლით

by Keti

რატომ გვიყვარს ფუნჩულები? რბილი, ტკბილი ცომი, რომელსაც მადისაღმძვრელი მინანქარი და ხშირად უგემრიელისი შიგთავსი აქვს. ის იპყრობს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვის გულებს. ამ განსხვავებული დანამატების გარეშეც ეს ტკბილეული ბევრი ადამიანისთვის უფრო საყვარელია, ვიდრე დიდებული ტორტები ან ნამცხვრები. ამას გარდა, ფუნჩულები მოსამზადებლადაც და მოსახმარებლადაც ძალიან მოსახერხებელია.

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ვაშლი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 125 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • ნახევარი ლიმონი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • ნახევარი ლ ზეთი

მომზადება

  1. 100 გ ფქვილი შეურიე ერთ კოვზ შაქარს, ნახევარ კოვზ დარიჩინს და ნახევარი ლიმონის ცედრას. შეურიე სათქვეფით და დაამატე თეთრი ღვინო.
  2. კარგად აურიე ცომს, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებ. გადააფარე მას საკვები ცელოფანი და შედგი მაცივარში ორი ან სამი საათით. კვერცხის ცილა ათქვიფე მიქსერით ჰაეროვანი ქაფის წარმოქმნამდე.
  3. ის შეურიე წინასწარ გაციებულ ნარევს. ცომს კვლავ კარგად აურიე. მსხვილი ვაშლები გაფცქვენი და ამოაცალე მათ გული სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით. თავად ვაშლი კი დაჭერი რგოლებად.
  4. ვაშლის რგოლები ამოავლე ჯერ ფქვილში, შემდეგ კი ჩაყურსე ცომში. ფუნჩულები შეწვი გაცხელებულ ზეთში თითო-თითო, ორივე მხრიდან ორი ან სამი წუთის განმავლობაში, სანამ ქერქი არ დაებრაწება.

მზა ფუნჩულები დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს. ერთი კოვზი შაქარი შეურიე დარჩენილ დარიჩინს. ამ ნარევში ამოავლე მზა დესერტი და სუფრასთან მიიტანე ჯერ კიდევ თბილი. წვნიანი ვაშლის ფუნჩულები შეგიძლია ამოავლო ჯემში, შედედებულ რძეში ან ნეკერჩხლის სეროფში, თუ გსურს მისი უფრო ტკბილი სახით მირთმევა.

გემრიელად მიირთვით და დატკბით ამ შესანიშნავი ნუგბარით. რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!