დღესდღეობით, არაიტალიელი დიასახლისების უმეტესობა მოამზადებს ნამდვილ იტალიურ პასტას. არაფერია ამაში რთული. ჩვეულებრივი ინგრედიენტები და ცოტაოდენი ოსტატობა. სახლში მომზადებული პასტა მარტივი და გემრიელია, თუმცა სწორად შერჩეული სოუსი ჭირდება.
უამრავი პასტას სოუსი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი კლასიკურ რეცეპტებზეა დაყრდნობილი. მიუხედავად იმისა რომ დიდიხანია არსებობენ, პოპულარობას არ კარგავენ.
პესტო
პესტოს იყენებენ სალათა კაპრეზეს მომზადებისასაც.
ნიორი – 3/4 კბილი
რეჰანი – 1 კონა
კედრის თხილი 40 გ
ზეითუნის ზეთი 100გ
პარმეზანი 70 გ
ზღვის მარილი
მომზადება
- კლასიკური რეცეპტით პესტო ქვით უნდა დაჭყლიტოთ, მაგრამ თუ ეს მოწყობილობა არ გაქვთ, მიმართეთ ბლენდერს.
- ჩაასხით ბლენდერში ზეითუნის ზეთი, რეჰანი, გასუფთავებული ნიორი, კედრის თხილი და გახეხილი პარმეზანი.
- ინგრედიენტებს მიეცით ერთგვაროვანი სქელი მასის ფორმა.
ბოლონეზი
შეწვით საქონლის ფარში ზეითუნის ზეთში, შემდეგ ჩათუშეთ ნიახურში, ხახვში, სტაფილოსა და ნიორში. შემდეგ დაუმატეთ წითელი ღვინო არომატისთვის. უკვე მოხარშულ ბოსტნეულს ხორცით დაასხით ტომატის პიურე და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის მანძილზე.
ალფრედო
რბილ და არომატულ ნაღების სოუსს იტალიელები პარმეზანისგან და პეკორინოსგან, ცხიმიანი ნაღებისგან, ნაღების კარაქისგან, პრასისგან, ნივრისგან და შავი პილპილისგან ამზადებენ. პირველ რიგში დაჭყლიტეთ ხახვი და ნიორი. შეწვით ნაღების კარაქში. შემდეგ დაუმატეთ ცხიმიანი ნაღები და გახეხილი ყველი. ამზადეთ მორევის თანხლებით, სანამ სოუსი ელასტიური არ გახდება.
მარინარა
ეს ფანტასტიურად გემრიელი სპაგეტის სოუსი ყველაზე მეტად უხდება ამ კერძს. ტრადიციული რეცეპტით მას ამზადებენ 2 ტომატის კონსერვისგან (თავისი წვენით), ხახვის თავებისგან, რამდენიმე კბილი ნივრისგან და ცოტაოდენი მწვანილისგან. მარილი და შაქარი გემოს შეავსებს. ინგრედიენტები ითუშება დაბალ ცეცხლზე 20 წუთით. ამის შემდეგ უმატებენ ზღვის პროდუქტებს.
ყავისფერი კარაქი
შეამჩნიეთ, რომ ნაღების კარაქი ტაფაზე გაცხელებისას მუქი ხდება? დაასხით გაცხელებულ ჭურჭელზე 1-2 ს.კ. ნაღების კარაქი და დაელოდეთ სანამ თხილის არომატს მიიღებს. როცა კარაქი ხრაშუნა ფანტელების ფორმებს მიიღებს დაუმატეთ რამდენიმე სუხარი. გააჩერეთ 3-4- წთ. სოუსი დაასხით პასტას და ზევიდან მოაყარეთ პარმეზანი.
თანამედროვე მზარეულები მუდამ ანახლებენ სოუსების კლასიკურ რეცეპტებს და უგემრიელეს ვარიანტებს გვთავაზობენ.