მთავარი კულინარია თუ არ იცი რა ნამცხვარი მოამზადო საახალწლოდ, ეს რამდენიმე საფირმო რეცეპტი სიტუაციას გამოასწორებს
საშობაო ნამცხვრები

თუ არ იცი რა ნამცხვარი მოამზადო საახალწლოდ, ეს რამდენიმე საფირმო რეცეპტი სიტუაციას გამოასწორებს

როგორ მოვამზადოთ უგერმიელესი საშობაო ნამცხვრები?

by guramus

გთავაზობთ არ ჩამორჩეთ კულინარიულ კანონს და ახალწელს უმაღლესი დონის საშობაო ნამცხვრები მოამზადოთ.

წინასადღესასწაულო დღეებში ბევრი საზრუნავია: საჩუქრების არჩევა, დალაგება და მენიუს შედგენა. რთული კერძების მოსამზადებლად დრო არ რჩება. რამდენიმე საფირმო რეცეპტი სიტუაციას გამოასწორებს. მაგრამ, რა ვუყოთ დესერტს?

საშობაო ორცხობილები განსაკუთრებული დესერტია, რომელიც სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. წარმოგიდგენთ ორიგინალურ რეცეპტებს, რომელთა მეშვეობითაც საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გაახარებთ.

 

1
ყაყაჩოს ღვეზელი

ინგრედიენტები:

  • 400 მლ რძე
  • 50 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ ნაღების კარაქი
  • 150 გ ყაყაჩო
  • 2 ჩ. კ. მშრალი საფუარი
  • 3 ს კ. შაქარი
  • 1 ჩ. კ მარილი
  • 1 კვერცხი

აურიეთ საფუარი 1 ს.კ. შაქართან და დაასხით 250 მლ თბილი რძე. ცოტახანი აცალეთ. ამასობაში ფქვილი დაფქვით მარილთან და დაუმატეთ დაჭრილი, დარბილებული ნაღების კარაქი. აურიეთ ინგრედიენტები გაზავებული რძეში და საფუარში, მოზილეთ ცომი და გადადეთ ცოტახანი გვერდით. შეფუთეთ პირსახოცში.

ყაყაჩო ჩაყარეთ ჯამში, აურიეთ 2 ს.კ. შაქართან და დაასხით 150 მლ რძე. ურიეთ დაბალ ცეცხლზე ყოველ 10 წუთში 2 საათის მანძილზე, სანამ ყაყაჩო არ დარბილდება და შემდეგ გააცივეთ.

გაყავით ცომი 3 ნაწილად და გააბრტყელეთ. საგულდაგულოდ წაუსვით ყაყაჩოს მასა პირველ და მეორე ფენას, შეჭყლიტეთ კიდეებში. დაწერით წრიულად, წინასწარ ამოაჭერით შუა ნაწილი. წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 50 წუთით 180 გრადუსზე.

 

2
პანფორტე

ინგრედიენტები:

  • 250 გ ნუში
  • 150 გ თაფლი
  • 150 გ შაქრის პუდრა
  • 100 გ ქფვილი
  • 30 გ კაკაოს ფხვნილი
  • 100 გ ნიგოზი
  • 100 გ ტყის თხილი
  • 100 გ ლეღვის ჩირი
  • 100 გ ცუკატები
  • ვანილი, ილი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის თხილი

შეწვით თხილი მშრალ ტაფაზე, აურიეთ ნუშთან და ნიგოზთან, შემდეგ დაჭყლიტეთ ისინი მსხვილად დანის მეშვეობით. ცუკატები და ლეღვის ჩირიც დაჭყლიტეთ და აურიეთ თხილთან.

აურიეთ დარიჩინი, ილი, ჯანჯაფილი, მუსკატის თხილი და დაფქული მიხაკი (ყველა 1 არასრული ჩაის კოვზით). აურიეთ საკმაზები ფქვილთან და კაკაოსთან და დაუმატეთ მასა ჩირსა და თხილს. საგულდაგულოდ აურიეთ.

წყლიან ქვაბში გაადნეთ შაქრის პუდრა თაფლში (დაუმატეთ 1 ს.კ. წყალი). მიღებული სიროფი დაასხით თხილისა და ცომის მასას და მოზილეთ არაერთგვაროვანი ცომი. გაანაწილეთ ისინი ფორმებში და გამოაცხვეთ 30 წუთით 180 გრადუსზე. მორთეთ შაქრის პუდრითა და თხილით.

პიკანტურ პანფორტეს დიდი ისტორია აქვს. ლეგენდის თანახმად, პირველად ის მონაზონმა გამოაცხო XVI საუკუნის შუა წლებში, სიენაში, ქალაქის ალყის დროს, რათა დასუსტებული მაცხოვრებლებისთვის მხარი დაეჭირა. მართლაც, პური თაფლით, თხილით და საკმაზებით ძალიან მკვებავია. ყაყაჩოს ნამცხვარი მარტივი, თუმცა სიმბოლურია ახალ წელს.

 

3
“მარმარილოს ორცხობილა”

ინგრედიენტები:

  • 120 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ შავი შოკოლადი
  • 100 გ თეთრი შაქარი
  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 50 გ ნაღების კარაქი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • მარილი

გაადნეთ შოკოლადის ნაჭრები (225 გ) კარაქთან ერთად მიკროტალღურ ღუმელში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აურიეთ ყველა სახეობის შაქარი და ათქვიფეთ კვერცხთან ერთად სქელი მასის მიღებამდე. (ქვევით მოცემულია ვიდეო) დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ისევ ათქვიფეთ.

თხევად მასას დაუმატეთ ფქვილი, არეული გამაფხვიერებლსა და მარილში. მოზილეთ ცომი, დაუმატეთ 100 გ შოკოლადის ნამცეცები და აურიეთ. შემდეგ მოათავსეთ ცომი ლანგარზე და გამოაცხვეთ გაზქურაში 10 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე.

 

4
ლიმნის ორცხობილა

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 150 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 100 გ ნაღების კარააქი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ლიმნის ცედრა
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • მარილი
  • შაქრის პუდრა
  • 1 ჩ.კ. სოდა

არაჟანი აურიეთ სოდასთან, ლიმნის წვენთან და ცედრასთან. ფქვილი აურიეთ შაქართან და მარილთან. დაუმატეთ მასას კარაქი, არაჟნის კრემი და მოზილეთ ცომი. შემდეგ მაცივარში ნახევარი საათი გააჩერეთ.

გააბრტყელეთ ცომი სისქით ნახევარი სმ. დაალაგეთ ნებისმიერი ფორმის ორცხობილები კვერცხწასმულ ლანგარზე. გამოაცხვეთ 10 წუთით 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ გაზქურაში.

გემრიელი დესერტი სახლს განსაკუთრებულ არომატს და ატმოსფეროს შესძენს. გამოაგდგებათ როგორც სტუმრების გასამასპინძლებლად, ასევე სასაჩუქრედ.

 

5
შოკოლადის ორცხობილა ალუბლით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 45 გ კაკაოს ფხვნილი
  • 50 гგ ყავისფერი შაქარი
  • 150 გ შაქარი
  • 0,25 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 75 გ. ნაღების კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 110 გ შაქრის პუდრა
  • 1 ჭიქა ალუბალი

დიდ ჯამში აურიეთ ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, ყავისფერი შაქარი, 50 გ შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ გამდნარი ნაღების კარაქი, კვერცხი, რძე და ვანილის შაქარი. აურიეთ მშრალ ინგრედიენტებთან.

ცომისგან მოზილეთ პატარა ნაჭრები და დაამრგვალეთ დიამეტრით 3 სმ. შედგით მაცივარში 30-60 წუთით.

თითოეული ბურთი თავიდან შაქარში, შემდეგ კი შაქრის პუდრაში ამოავლეთ. შედგით გაზქურაში, გადახვეული პერგამენტის ქაღალდით.

ცერა თითით გააკეთეთ ჩაღრმავებები თითოეულ ორცხობილაში. გამოაცხვეთ 10-12 წთ 175 გრადუსზე.

სანამ თბილია, თითოეულ ჩაღრმავებაში ალუბალი მოათავსეთ. შეგიძლიათ მის მაგივრად ალუბლის ჯემი დაუმატოთ.

 

6
შვრიის ორცხობილა შოკოლადით

ინგრედიენტები

  • 210 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 113 გ ნაღების კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 25 გ ვანილის შაქარი
  • 1 ცუკინი
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები
  • 1 ჭიქა თხილი
  • 280 გ შავი შოკოლადი
  • მარილი

საშუალო ზომის ჯამში აურიეთ ფქვილი, დარიჩინი, მარილი და საკვები სოდა.

ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ.

გახეხეთ ცუკინი მსხვილად და დაუმატეთ თხევად მასას. აურიეთ. შეაერთეთ ფქვილთან.

დაუმატეთ შვრიის ფანტელები, დაჭყლიტეთ თხილი და შოკოლადი. კარგად აურიეთ.

სუფრის კოვზის დახმარებით კარაქწასმულ ლანგარზე დაალაგეთ ორცხობილები ერთმანეთისგან 5 სმ-ის მოშორებით.

გამოაცხვეთ 9-11 წუთის მანძილზე 175 გრადუს ტემპერატურაზე. სურვილისამებრ მოაყარეთ მარილი. შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

 

7
არაქისის კარაქის ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა არაქისის კარაქი

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცომს პატარა რგოლების ფორმა მიეცით და კარაქწასმულ ლანგარზე დააწყვეთ.

გამოაცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10 წუთით.

გამოიყენეთ ჩანგალი ორცხობილაზე ზევიდან ხაზების დასასმელად.

 

8
იდუმალი ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 225 გ ნაღების კარაქი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 250 გ ფქვილი
  • მარილი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 1 ჭიქა თხევადი შოკოლადი
  • შაქრის პუდრა

ათქვიფეთ ნაღების კარაქი შაქარტან და ვანილის შაქართან.

დაუმატეთ ფქვილი, მარილი და თხილი. კარგად აურიეთ.

დააფარეთ საკვები ქაღალდი და შედგით ამცივარში 1 საათით.

აიღეთ ცოტაოდენი ცომი, მიეცით ფორმა და მის ცენტრში მოათავსეთ შოკოლადის ნაჭერი.

მიეცით კონუსის ფორმა და შედგით გაზქურაში. გამოაცხვეთ 12-14 წთ 190 გრადუს ტემპერატურაზე.

მზა ორცხობილა ამოავლეთ შაქრის პუდრაში.

 

9
ქოქოსისა და ნუშის ორცხობილა

ინგრედიენტები

  • 400 გ ქოქოსის ფანტელები
  • 415 მლ შესქელებული რძე
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა
  • მარილი

აურიეთ ქოქოსი, შესქელებული რძე და ვანილის შაქარი დიდ ჯამში.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი.

ფრთხილად აურიეთ კვერცხის ცილა და ქოქოსის მასა.

სუფრის კოვზის ზომა ცომის ბურთულები მოათავსეთ გაზქურაში, პერგამენტის ქაღალდზე.

გამოაცხვეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე 25-30 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე.

 

10
ორცხობილა დარიჩინით

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 113 გ ნაღების კარაქი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • ყავისფერი მარილი

ჯამში მიქსერით ათქვიფეთ ნაღების კარაქი შაქართან ერთად. დაუმატეთ კვერცხი და ვანილის შაქარი.

აურიეთ ფქვილი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაუმატეთ კარაქს. კარგად აურიეთ.

დაახურეთ ტავზე და შედგით მაცივარში 2 საათით.

მიეცით ცომს პატარა ბურთების ფორმა დიამეტრით 2 სმ. ამოავლეთ ყავისფერ შაქარში.

მოათავსეთ ორცხობილები კარაქწასმულ ლანგარზე. გამოაცხვეთ 175 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთით.

 

11
ორცხობილა პეკანით

ინგრედიენტები

  • 113 გ ნაღების კარაქი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 გ პეკანის თხილი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 140 გ ფქვილი კექსისთვის
  • მარილი
  • შაქრის პუდრა

მიქსერით ათქვიფეთ კარაქი სირბილემდე. დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და დაჭყლეტილი პეკანის თხილი. დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

ხელებზე დაიყარეთ ფქვილი და ჩაის კოვზის დახმარებით მიეცით ბურთულებს ალბლის ზომის ფორმა.

მოათავსეთ ორცხობილები პერგამენტიან ლანგარზე და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 15-20 წუთით.

სანამ ორცხობილები საკამრისად თბილია, ამოავლეთ შაქრის პუდრაში. როცა გაცივდება, ისევ.