მთავარი სილამაზე როგორ ჩამოვიბანოთ თმიდან საღებავი სახლის პირობებში: 8 უტყუარი მეთოდი

როგორ ჩამოვიბანოთ თმიდან საღებავი სახლის პირობებში: 8 უტყუარი მეთოდი

by Keti

ხშირად ხდება, რომ ჩვენ გვსურს იმიჯის შეცვლა, მაგრამ ექსპერიმენტი წარუმატებლად სრულდება. შემდეგ ვიყურებით სარკეში და ვფიქრობთ, როგორ მოვიშოროთ საღებავი თმიდან ისე, რომ უფრო არ დავაზიანოთ ის. ზოგი იცდის, სანამ საღებავი თავისით არ გადავა, ზოგი კი მალევე იღებავს თმასსხვა ფერით..

ეს პროცესი განსაკუთრებით რთული კარანტინის პერიოდში იყო დაკეტილი სალონების გამო. სახლში ჩატარებული ექსპერიმენტები ხშირად წარუმატებელია.

ჩვენ გასწავლით როგორ უნდა მოიშოროთ საღებავი თმიდან სახლის პირობებში, სალონში გაქცევის გარეშე. ამისთვის საჭირო არ არის სახლიდან გასვა, მთავარია გქონდეთ საჭირო ინგრედიენტები.

კეფირი

კეფირი დაგეხმარებათ მუქი საღევაბის მოშორებაში რძემჟავა მოქმედების გამო. სწორედ ეს ნივთიერებები აშორებს თმიდან საღებავს. აგრეთვე კეფირი გაამაგრებს თმის ძირებს.

გაათბეთ ცხიმიანი კეფირი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ დაიდეთ ის მშრალ თმაზე. აგრეთვე შეგიძლიათ ეს მეთოდიც სცადოთ: ოთახის ტემპერატურაზე გამთბარ კეფირს ჩაამატეთ 15 გ საფუარი, ცოტა შაქარი და კვერცხის გული. აურიეთ და დადეთ თბილ ადგილას, სანამ ნარევი ბუშტებს არ გამოუშვებს. დაიდეთ კეფირის მასა თმაზე, შეიხვიეთ ცელოფნით და დაიტოვეთ ერთი საათით.

ზეთი

ცივი დაწურვის ზეთი ასევე კარგად აშორებს თმიდან საღებავს. გაათბეთ რომელიმე ზეთი ოთახის ტემპერატურაზე – ზეითუნი, ბაყაყურა, აბუსალათინი ან ქოქოსი. დაიდეთ თმაზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და გაიჩერეთ 30 წუთით.

შეგიძლიათ რომელიმე ზეთს დაამატოთ რამდენიმე სუფრის კოვზი მარგარინი და ისე დაიდოთ თავზე. არ დაგავიწყდეთ – თმა უნდა ჩამოიბანოთ ცხიმი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით, სხვები ზეთიან თმას ვერ გაუმკლავდებიან.

თაფლი

თაფლის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. როგორც ჩანს ის არამხოლოდ იმუნიტეტს ამყარებს, არამედ ასევე აღადგენს თმის ფერს. დაიდეთ ის სუფთა, ცოტა ტენიან თმაზე და დაიტოვეთ 2-3 საათით. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველდღე შედეგის მიღებამდე.

სოდა

დაამატეთ ერთ ს. კ. სოდა შამპუნის იმ ჩვეულებრივ პორციას, რომლითაც იბანთ თმას. შეგიძლიათ ასევე 5 ს. კ. სოდა გახსნათ ერთ ლ წყალში და გადაივლოთ სუფთა თმაზე, შემდეგ შეიხვიეთ ცელოფნით 20 წუთით და დაიბანეთ ჩვეულებრივად.

გვირილა

თუ ქერა თმა წარუმატებლად შეიღებეთ, ამ პრობლემის გადაჭრაში გვირილა დაგეხმარებათ. ის თმას სასიამოვნო ტონს მიანიჭებს. დაამატეთ 2 ს. კ. გვირილის ფოთოლს 0,5 ლ ადუღებული წყალი. დააყოვნეთ ნაყენი 30 წუთით, შემდეგ 15 წუთი ხარშეთ წყლის აბაზანაზე. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე და გადაივლეთ თმის ყოველი თმის დაბანის შემდეგ.

საყოფაცხოვრებო საპონი

საყოფაცხოვრებო საპონი კარგად აშორებს თმას საღებავს, თუმცა ის ასევე აშრობს მას. ამიტომ სათანადო ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ კუპრის საპონი. გაიჩერეთ ის 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ასპირინი

ეს საშუალება ეფექტურია მუქი საღებავის მოშორებისთვის. გახსენით 5 ტაბლეტი ასპირინი ერთ ჭიქა წყალში და დაისველეთ ამ ნარევით თმა. შეიფუთეთ თმა ცელოფნით ან შხაპის ქუდით, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. მოიშორეთ ეს ნიღაბი 30-40 წუთში.

მაიონეზი

მაიონეზი ასევე ეფექტურად აცილებს მუქ საღებავს და დაგეხმარებათ თმის გაღიავებაში. ეს პროდუქტი ცხიმისა და ცხიმოვანი მჟავების დახმარებით კარგად გაართმევს თავს ამ დავალებას. გარდა ამისა, მაიონეზი არ არღვევს თმის სტრუქტურას.

200 გ ცხიმიანი მაიონეზი ოდნავ შეათბეთ, შემდეგ მასაჟური მოძრაობებით დაიდეთ თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თმა ცელოფნით და დაიტოვეთ 1,5-2 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცხიმიანი თმის შამპუნით.

არც ერთი ჩამოთვლილი პროცედურა არ დააზიანებს თქვენს თმას საღებავზე მეტად. ბუნებრივი საშუალებების დახმარებით თქვენ სწრაფად და ეფექტურად დაიბრუნებთ თმის ფერს. რა თქმა უნდა, შედეგი ერთი პროცედურის მერე არ გექნებათ, ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე კვირაც კი. თუმცა სწორად შერჩეული ნიღბები თმის ძირებს გაამაგრებს და გამოაცოცხლებს.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!