მთავარი სილამაზე აი, როგორ მოვამზადოთ ნიღაბი “ნოლი ნაოჭი” სახლის პირობებში.

აი, როგორ მოვამზადოთ ნიღაბი “ნოლი ნაოჭი” სახლის პირობებში.

by Keti

ს დაფიქრებულხართ თუ იაპონური და კორეული კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალებების საფუძველს ბრინჯის ფქვილი შეადგენს. დეკორატიული კოსმეტიკაც კი დაფუძნებულია ამ ინგრედიენტზე.

პირველ რიგში, ის ნატურალური და უსაფრთხოა. მეორეც, ბრინჯის ფქვილი პირველი დამხმარეა კანისთვის ახალგაზდობის შენარჩუნების საქმეში. იაპონიასა და ჩინეთში ბრინჯს რამდენიმე დღის განმავლობაში ალბობდნენ, რათა ის მაქსიმალურად დარბილებულიყო. შემდეგ ხეხავდნენ საცერზე. მერე კი აშრობდნენ.

ახლა თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაფქვათ ბრინჯი ყავის საფქვავში. მხოლოდ 15 წამი ახალგაზდობის რამდენიმე წლით გასახანგრძლივებლად – ერთობ ხელსაყრელი ინვესტიციაა.

ბრინჯის ფქვილის თვისებები

  • ნაზი პილინგი და ტექსტურის გასწორება. ძალიან წვრილი ნაწილაკები კანს ამასაჟებს ტრავმირების გარეშე. გარდა ამისა, ის აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია.
  • გაღიავება და ბზინვარების მინიჭება. ერთი კვირის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ ლაქებიან სახეს. 1,5 თვის შემდეგ კი პიგმენტაცია სრულიად გაქრება.
  • ფორების შევიწროება. ბრინჯის ფქვილი შესანიშნავი აბსორბენტია, ის აქრობს ანთებას, ებრძვის ცხიმიანობასა და გამონაყარს.
  • კანის გაჭიმვა და მოქნილობის გაზრდა. ბრინჯის ფქვილი მდიდარია კალიუმით. მასაჟურ ეფექტთან ერთად ის ანახლებს კანს და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, სახის ოვალი კიდევ უფრო იხვეწება.
  • ინტენსიური კვება და დატენიანება. ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების კომლექტი, რომელსაც ბრინჯის ფქვილი შეიცავს, კვებავს კანს და უნარჩუნებს მას ტენიანობას.

ბრინჯის ფქვილის საშუალებები

ბრინჯის განმაახლებელი სკრაბი

ბრინჯის კომპრესი

2-3 ჩ. კ. ფქვილი შეურიეთ ერთ ს. კ. თბილ წყალს ან რძეს. წაისვით კანზე 3 წუთით. შემდეგ გაიკეთეთ მასაჟი 5 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.

მომადუნებელი ბრინჯის კომპრესი

2-3 ჩ. კ. ფქვილი შეურიეთ 200 მლ ძალიან თბილ წყალს. ჩაასველეთ მასში ბამბის ქსოვილი, მსუბუქად გაწურეთ და დაიდეთ სახესა და ყელზე 10-15 წუთით. შემდეგ შეგიძლიათ პროცედურა მალევე გაიმეოროთ.

მატონიზირებელი ბრინჯის ყინული

კომპრესის მომზადების შემდეგ დარჩენილი ნარევი ჩაასხით საყინულეში, გაყინეთ და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.

ბრინჯის ნიღაბი სახისა და ყელისთვის

ერთი ს. კ. ბრინჯის ფქვილი შეურიეთ 2 ს. კ. სქელ არაჟანს, წაისვით სახესა და ყელზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით ბრინჯის ყინულის კუბიკი.

დამჭიმავი ბრინჯის ნიღაბი

2 ჩ. კ. ბრინჯის ფქვილი შეურიეთ კვერცხის ცილას. წაისვით სუფთა სახეზე და ნიკაპის ქცეშ. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით ბრინჯის ყინულის კუბიკი.

ჩაიტარეთ აღნიშნული პროცედურები და მალე დაინახავთ ისეთ შედეგს, რომ მასზე უარს აღარასდროს აღარ იტყვით. თუ მოგეწონათ რეცეპტები, გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!