მთავარი კულინარია რეცეპტი: ჭარხლის წვნიანი მჟავე კიტრთან ერთად

რეცეპტი: ჭარხლის წვნიანი მჟავე კიტრთან ერთად

by Keti

ულამაზესი და უმეგრიელესი ჭარხლის წვნიანი მჟავე კიტრთან ერთად შუალედურია კლასიკური ჭარხლის სუფსა და ცნობილ ,,აკროშკას” შორის. ეს კერძი შესანიშნავად გაგიხალისებთ ზაფხულის ცხელ დღეებს. ცივი და გამაგრილებელი მომჟაო სუპი ძალიან უხდება შავ პურს.

თუ შეგხვდებათ კიტრი სქელი კანით, უმჯობესია ის დაჭრათ. ეცადეთ ჭარხლის სუპი გააკეთოთ არა ჩვეულებრივი ნივრით, არამედ ნივრის მწნილით. ეს კერძს უჩვეულო და საინტერესო გემოს ანიჭებს.

ინგრედიენტები

  • 400 მლ მაწონი
  • 2 ცალი ჭარხალი
  • 3 ცალი კიტრის მწნილი
  • ერთი კბილი ნიორი
  • ერთი კონა კამა
  • გაზიანი წყალი გემოვნებუით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ჭარხალი გარეცხეთ კარგად, შეახვიეთ ის ფოლგაში და გამოაცხეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. გააციეთ ცივი წყლით. გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად.

2. კიტრი დაჭერით პატარა კუბებად, გაფცქვენით ნიორი და წვრილად დაჭერით ის კამასთან ერთად.

3. შეურიეთ მზა ინგრედიენტები, დაასხით მაწონი, დაამატეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 3-4 საათით.

4. სუფრაზე მიტანის წინ კერძი განაზავეთ ცივი გაზირებული წყლით.

ცივი ჭარხლის სუპის მოსამზადებლად არც ბევრი პროდუქტია საჭირო და არც ბევრი დრო. უბრალოდ უნდა მოამზადოთ ის და განაზავოთ გაზირებული წყლით. წინ ცხელი დღეებია, ასე რომ, გააკეთეთ წვნიანი და დატკბით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!