მთავარი კულინარია 15 წუთში მოსამზადებელი ხაჭოს ღვეზელი ვაშლით

15 წუთში მოსამზადებელი ხაჭოს ღვეზელი ვაშლით

by Keti

ყველა ადამიანისთვის საუზმე განსხვავებულია. ზოგი მხოლოდ ჭიქა ყავას მიირთმევს, სხვები კი თვლიან, რომ მსუყე საუზმე პროდუქტიული დღის საწინდარია. თუმცა ყველა ფიქრობს, რომ საუზმე სწრაფად უნდა მომზადდეს.

ჩვენ გთავაზობთ სწრაფი საუზმის შესანიშნავ ვარიანტს, რომელიც ხაჭოთი მზადდება. ის გახდება ხაჭოს ოლადების კარგი ალტერნატივა.

რეცეპტი საკმაოდ მარტივია და შეგიძლიათ ამ საუზმის მომზადება ყოველდღე. ხაჭოს ღვეზელში ჩვენ ვამატებთ ვაშლს, ამით ის უფრო წვნიანი და ნაზი ხდება. სცადეთ მომზადება თუნდაც ერთხელ და აღარასდროს შეეშვებით.

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 80 გ ფქვილი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი ვაშლი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

1. დიდ თასში შეურიეთ კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ ხაჭო და მარილი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

2. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი ხაჭოს ცომი.

3. ვაშლი დაჭერით წვრილად და ჩაამატეთ ცომს. შეგიძლიათ ის წვრილ სახეხზეც გახეხოთ, თუმცა შემდეგ გაწურეთ.

4. ტაფას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ მასში ცომი. გაასწორეთ ზედაპირი კოვზით. დააფარეთ ხუფი და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზრ 15 წუთის განმავლობაში.

5. გადააბრუნეთ ღვეზელი მეორე მხარეს ნიჩაბის დახმარებით. კვლავ დააფარეთ ხუფი და მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში. მზა ღვეზელი გადაიტანეთ თეფშზე.

ვაშლიანი ღვეზელი უნდა მიირთვათ მაშინვე, სანამ ის თბილია. ძალიან უხდება არაჟანი ან მურაბა. აადუღეთ ჭიქა ჩაი და მიირთვით ღვეზელთან ერთად! დატკბით შესანიშნავი საუზმით!
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!