ბოლო პერიოდში ფენქეიქი საკმაოდ პოპულარული დესერტი გახდა, თითქმის ყველა ცდილობს მის მომზადებას ან ინახავს რეცეპტს შემდეგისთვის.
კვერცხის ფენქეიქები, რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით, ჰგავს არა ამერიკულ, არამედ იაპონურ რეცეპტს. ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ ,,ჰოთქეიქს’ უწოდებენ.
ფუმფულა ფენქეიქების მიმზიდველობის საიდუმლო განპირობებულია მისი მომზადების განსაკუთრებული ტექნოლოგიებით. რეალურად ისინი ყველასთვის ცნობილი ოლადებია, თუმცა უცხო წესით მზადდება. თუ დაგრჩათ ერთი კვერცხი, ხოლო ფქვილი, შაქარი და რძე უკვე გითავდებათ, მაინც მოახერხებთ ოჯახის წევრების გამასპინძლებას ამ გემრიელი დესერტით.
ინგრედიენტები
- ერთი ცალი კვერცხი
- ერთი ს. კ. რძე
- 2 ს. კ. ფქვილი
- 5 მლ ზეთი
- ერთი მლ ვანილის ექსტრაქტი
- 1,5 ს. კ. შაქარი
მომზადება
1. გააცალკევეთ ერთმანეთისგან კვერცხის ცილა და გული. გულს დაამატეთ ფქვილი, რძე, ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. კარგად აურიეთ.
2. ათქვიფეთ ცილა მიქსერით, დაამატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა გასქელებამდე.
3. ფრთხილად, მცირე პორციებით შეურიეთ ცილოვანი მასა კვერცხის გულს. კრემის კონსისტენცია უნდა შენარჩუნდეს.
4. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა სულ ცოტა ზეთით. ფრთხილად დაალაგეთ მასზე კრემის ბურთები. ტაფას ჩაამატეთ 2 ჩ. კ. წყალი და დააფარეთ ხუფი.
5. შეწვით 4-5 წუთით ორივე მხარეს. ცოტა წყალი კვლავ დაამატეთ.
კვერცხის ფენქეიქები სუფრასთან მიიტანეთ ნებისმიერი სოუსით: მურაბით, ჯემით, შოკოლადი, შედედებული რძით და ა. შ. და როგორი ლამაზი იქნება, თუ მასზე კარაქის ნაჭერს დაადებთ?! გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!