მთავარი კულინარია მე ამ ბლინებს ზაფხულის დედოფლად მივიჩნევ. მინდა გაგიზიაროთ რეცეპტი.

მე ამ ბლინებს ზაფხულის დედოფლად მივიჩნევ. მინდა გაგიზიაროთ რეცეპტი.

by Keti

ზაფხულში ჩვენ განსაკუთრებულად გვსურს, რომ ნაცნობ რეცეპტში რაღაც ახლის შეტანა, მაგალითად, ჩვეული ბლინები უნდა შევცვალოთ დაბალკალორიული და ვიტამინებით მდიდარი ყაბაყის ოლადებით.

ჩვენ შემოგთავაზებთ 7 მიზეზს, თუ რატომ უნდა მოამზადოთ ეს ბლინები მთელი ზაფხულის განმავლობაში.

  1. ეს საკმაოდ იოლი პროცესია, მით უმეტეს, თუ ბლენდერი გაქვთ.
  2. ყაბაყი შეიცავს 95% წყალს, ამდენად ის დიეტური და დაბალკალორიულია. ამასთან ხანგრძლივად ანაყრებს. ბლინებიც გამოდის საჭმელად მსუბუქი.
  3. არარეალურად გემრიელია! ყაბაყის ბლინები დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. მსუბუქად მოტკბოა, თუმცა შაქარს არ შეიცავს.
  4. გაქვთ საშუალება სტუმრები დააინტრიგოთ. არავინ დაიჯერებს, რომ კერძი შეიცავს ყაბაყს.
  5. საკმაოდ ნოყიერი და ბიუჯეტური კერძია, მით უფრო, ზაფხულში.
  6. ეს ბლინები მოეწონებათ ბავშვებსაც, რომლებსაც არ უყვართ ბოსტნეული.
  7. ყაბაყის ბლინები საკმაოდ სასარგებლოა, ასე რომ, იხილეთ და ჩაიწერეთ მისი რეცეპტი.

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები

  • 800 გ ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • ერთი ჭიქა რძე
  • 1-1,5 ჭიქა ფქვილი
  • ოხრახუში
  • 2 ს. კ. ზეთი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. ყველაზე გემრიელი ნორჩი ყაბაყია. მასში ვიტამინების მაღალი კონცენტრაციაა. სწორედ ასეთი ნაყოფი შეარჩიეთ ბლინების მოსამზადებლად.

2. ყაბაყი გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. შემდეგ შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

3. მწვანილი დაჭერით წვრილად, კამა ან ოხრახუში, თქვენი გემოვნების მიხედვით.

4. კვერცხი ათქვიფე მარილთან ერთად ბლენდერით ან სათქვეფით.

5. ათქვეფილ კვერცხს დაამატეთ რძე და აურიეთ.

6. ამავე ჭურჭელში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და ათქვიფეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

7. ცომი ჩაასხით გახეხილი ყაბაყის თასში. დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და 2 კოვზი ზეთი.

8. აურიეთ ყველაფერს, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.

9. გააცხელეთ ტაფა და ჩამჩით დაასხით მასზე ყაბაყის ცომი.

10. როცა ერთ მხარეს ბლინი შეწითლდება, გადააბრუნეთ.

ყაბაყის ბლინები განსაკუთრებით გემრიელია არაჟნისა და ნივრის სოუსთან ერთად. მის მოსამზადებლად 250 მლ სქელ არაჟანს შეურიეთ გაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა.

დაალაგეთ ყაბაყის ბლინები თეფშზე და დაამატეთ სოუსი. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!