მთავარი რჩევები ეს მცენარეები ოჯახში უნდა გქონდეთ, თუ გსურთ ხვავი, ბარაქა და წარმატება არ გამოგელიოთ

ეს მცენარეები ოჯახში უნდა გქონდეთ, თუ გსურთ ხვავი, ბარაქა და წარმატება არ გამოგელიოთ

by Keti

მცენარისთვის ადამიანის ყურადღება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დროული მორწყვა და ხარისხიანი ნიადაგი. მცენარეების აურა ძალიან რთულია, რაც მეტად დაემთხვევა თქვენი აურა მცენარისას, მით უფრო შეგიყვარდებათ ის.

სწორად შერჩეული მცენარეები გააუმჯობესებს არამხოლოდ სახლის ენერგეტიკას, არამედ თქვენს სულიერ და ფიზიკურ თვითშეგრძნებასაც.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ მცენარეებს, რომელთა ჭარბად მოშენება ღირს და აგრეთვე მათ, რომელთაც თავი უნდა აარიდოთ.

მცენარეთა ენერგეტიკა

მცენარე-ვამპირები

1. სურო

სურო სახლში იზიდავს სხვადასხვა დაავადებას, იწვევს უთანხმოებებს. სუროს აქვს მძიმე ენერგეტიკა და პრაქტიკულად მთლიანად გამოწურავს ადამიანს და ენერგიას აცლის მას.

2. მონსტერა

უფრთხილდით ამ მცენარეს, არ დადგათ ის საძინებელში და არც საბავშვო ოთახში. მონსტერა იკვებება პატარა ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანების ენერგეტიკით.

3. დიფეფენბახია 

ის არანაირად არ უხდება მცირე სათავსოებს, იღებს ყველანაირ ენერგიას – დადებითსაც და უარყოფითსაც. ფართო სათავსოებში ის სარგებლობის მომტანია – ჰაერს კარგად ასუფთავებს.

4. ბეგონია

ის ვამპირი მცენარეა, მაგრამ სასარგებლო. ბეგონიაც ასევე იღებს ყველანაირ ენერგიას, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ კი გიბრუნებთ მის კარგ ნაწილს.

5. ორქიდეა

დიახ, ასეა! ორქიდეა ბევრს უყვარს, თუმცა მას შეუძლია გარშემო მყოფი ადამიანების ენერგიისგან დაცლა, განსაკუთრებით საშიშია უნებისყოფო ადამიანებისთვის. ღამით ყველაზე ძლიერად ავლენს თავის თვისებებს.

სასარგებლო მცენარეები

1. ნემსიწვერა 

კაშკაშა ყვავილების წყალობით ნემსიწერა დაგიცავთ გათვალვისგან, წყევლისგან და აიღებს თქვენგან უარყოფით ენერგიას. თუ გაწუხებთ ღამის კოშმარები და შფოთვები, დადგით ნემსიწვერა საძინებელში. ის შექმნის სიმყუდროვის განცდას.

2. აზალია

ამ მცენარის ენერგეტიკა განაბნევს ჭორებს, ეგოიზმს, მეწვრილმანეობას. აზალია დადებითად მოქმედებს სტუმართმოყვარე და კეთილ ადამიანებზე. ანიჭებს სიმხნევესა და ჯანმრთელობას.

3. ფიკუსი

თუ გჭირდებათ სამსახურეობრივი წარმატებები, მაგრამ გარკვეული ფაქტორები ამაში ხელს გიშლით, იქონიეთ ფიკუსი. მისი ენერგია ხელს უწყობს ორგანიზატორული უნარების, ინტუიციისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების განვითარებას.

4. ქლოროფიტუმ

შეუცვლელი მცენარეა სამზარეულოსთვის, სადაც გაზქურაა. ვერავითარი გამწოვი ვერ დაგეხმარებათ ისე, როგორც ეს ქლოროფიტუმის 3-4 ეგზემპლარს შეუძლია. მცენარე მოგანიჭებთ სიმხნევეს და აქტიურობას.

5. დრაცენა

ეს მცენარე სახლს უნარჩუნებს კეთილ განწყობილებას და სულიერ სითბოს. დრაცენა განამტკიცებს თქვენს ოპტიმიზმს, აამაღლებს დადებით ენერგეტიკას და გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს. ყველაზე ძლიერია თქვენი ხელით გამოყვანილი დრაცენა.

აი, ასეთი სია შემოგთავაზეთ მეგობარი მცენარეებისა და არამეგობრების. ვიმედოვნებთ, რომ იპოვით თქვენთვის სასურველ და შესაფერის ყვავილს. აუცილებლად მოუყევით თქვენს მეგობრებს ამ საოჯახო დამხმარეების შესახებ და იყავით ჰარმონიაში თქვენ თავთან და გარემოსთან!