მთავარი რჩევები გამოიყენეთ ეს რეცეპტი ჭორფლების და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

გამოიყენეთ ეს რეცეპტი ჭორფლების და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

by Keti

გაზაფხულიდან მზის სხივების ინტენსივობის მატებასთან ერთად ზოგს კანზე ჭორფლები უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრს მოსწონს და ელამაზება, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჭორფლი აწუხებთ და ფიქრობენ მის მოშორებაზე.

თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ და გსურთ მისი გადაჭრა, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

ჭორფლის გაჩენა კანის პიგმენტაციის დარღვევის ნიშანია. როცა ულტრაიისფერი სხივების აქტივობა მატულობს, თიროზინი კანის იმ უჯრედებს ააქტიურებს, რომლებიც პიგმენტს შეიცავს. როცა პიგმენტი მთელ კანზე თანაბრად ნაწილდება, ეს სასიამოვნო რუჯია, თუმცა არათანაბრად გავრცელების შემთხვევაში ჩნდება ჭორფლი.

დამტკიცებულია, რომ მწვანე და ცისფერთვალა ადამიანები მიდრეკილნი არიან მეტი ჭორფლის გაჩენისკენ.

ჭორფლის საწინააღმდეგო საშუალებები

  • ერთი ს. კ. საფუარი შეურიე 1,5 ჩ. კ. ახალგამოწურულ ნივრის წვენს. ნარევი წაისვი სუფთა კანზე და გააჩერე ნახევარი საათი. ჩამოიბანე თბილი წყლით და წაისვი მკვებავი კრემი.

  • ლიმონის წვენის ნაწილი შეურიე ათჯერ მეტ ჩვეულებრივ წყალს. ჩაასველე მასში ბამბის დისკი და გაიწმინდე კანი დღეში ორჯერ.

  • გახეხე გაუფცქვნელი კიტრი, გადაინაწილე ფაფისებური მასა სუფთა კანზე და დაიტოვე 15 წუთით. გაიმეორე ეს კვლავ ორჯერ, შემდეგ დაიბანე და წაისვი მალამო.

  • მწიფე ბანანის კანი დააქუცმაცე, დაასხი ერთი ჭიქა მდუღარე. გააციე, გადაწურე და ჩაასხი ყინულის ფორმებში. გაყინე. ყოველ დილით გაიწმინდე კანი ამ ყინულის კუბებით.

  • ბულგარული წიწაკა გაასუფთავე თესლისგან და გახეხე. მასა წაისვი კანზე. გაიჩერე მხოლოდ ნახევარი საათი. ჩამოიბანე და წაისვი კრემი.

  • კანზე წაისვი რძემჟავა პროდუქტი: მაწონი, იოგურტი ან კეფირი. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ გაიწმინდეთ ბამბის დისკით.

ჭორფლის გარდა ეს საშუალებები აქრობს პიგმენტურ და ასაკით გამოწვეულ ლაქებს – როგორც სახის კანიდან, ისე ხელებიდან და დეკოლტეს ზონიდან. არ არსებობს არანაირი უკუჩვენება. გამოიყენე კვირაში 3-4ჯერ. პირველ შედეგებს მეორე კვირის ბოლოსვე ნახავთ, თუმცა არ უნდა შეჩერდეთ, პირიქით.

გამოიყენეთ ეს იაფი და ეფექტური საშუალებები და გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!