მთავარი კულინარია ხაბაზმა ეს რეცეპტი გამიზიარა და თან მასწავლა რითია ესე გამომცხვარი პური მაღაზიის პურზე უკეთესი

ხაბაზმა ეს რეცეპტი გამიზიარა და თან მასწავლა რითია ესე გამომცხვარი პური მაღაზიის პურზე უკეთესი

by Keti

რაც არ უნდა მდიდარი რაციონი გვქონდეს, პურის გარეშე მაინც რთულია დანაყრება. რა გავაკეთოთ, თუკი ერთი ნამცეციც კი არ დარჩა სახლში, ხოლო მაღაზიაში წასვლა გვეზარება. გთავაზობთ პურის გამოცხობას დამოუკიდებლად გაზქურის გარეშე – უბრალოდ ტაფაზე.

ასეთი პური გამოდის ნაზი და ჰაეროვანი. დროც ბევრი არ სჭირდება. უბრალოდ დაიცავით ეს მარტივი ტექნოლოგია.

ინგრედიენტები

  • 450-500 გ ხორბლის ფქვილი
  • ერთი ჩ. კ. მშრალი საფუარი
  • 150 მლ ოთხის ტემპერატურის კეფირი
  • 150 მლ თბილი წყალი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 2 ს. კ. ზეთი

მომზადება

1. ღრმა ჯამში ჩაყარე გაცრილი ფქვილი, გაუკეთე პატარა ჩაღრმავება და მასში ჩაყარე შაქარი, მარილი და მშრალი საფუარი.

2. ფქვილს ჩაამატე კეფირი და თბილი წყალი, მოზილე ცომი.

3. ჩაამატე ცომში ზეთი და კარგად მოზილე. ჯამს დააფარე კულინარული პარკი, ხოლო ზემოდან თბილი პირსახოცი. დატოვე 1,5 საათი ასაფუებლად.

4. ამოსული ცომი გადაიტანე სამუშაო ფიცარზე, რომელსაც მოყრილი აქვს ფქვილი. კარგად ამოურიე და მიეცი ბურთის ფორმა.

5. ცომი მოათავსე ზეთმოსმულ ტაფაზე. კარგად გაასწორე, დააფარე ხუფი და დატოვე 20 წუთით.

6. პური გამოაცხე 60 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადააბრუნე ის მეორე მხარეს და კვლავ გამოაცხე 15-20 წუთი, დაბრაწვამდე. გემრიელად მიირთვით!

ეს პური გამოდის ძალიან გემრიელი, მისი არომატი ყველას მაგიდასთან მოუყრის თავს. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ოჯახისთვის ეს ერთი პური საკმარისი არ იქნება. თან კარგი საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ სადაც იმყოფებით, იქ გაზქურა არ არის.

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!