მთავარი კულინარია აი, როგორ მოამზადოთ საოჯახო ფანტა გარგარით და ფორთოხლით

აი, როგორ მოამზადოთ საოჯახო ფანტა გარგარით და ფორთოხლით

by Keti

ტკბილი გაზიანი სასმელი ნებისმიერი დღესასწაულის შეუცვლელი ატრიბუტია. ბავშვები აღტაცებულები არიან კონსერვანტებითა და საღებავებით სავსე ლიმონათებისგან.

ბევრი შაქრის გარდა, გაზიან წყალში დიდი რაოდენობით კოფეინიც შედის, ეს კი ბავშვს ნამდვილად არ სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ ლიმონათი

ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ტკბილი გაზიანი სასმელის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება. მას შეგვიძლია ვუწოდოთ სახლის ფანტა. მომზადება საკმაოდ იოლია და შეგიძლიათ სვათ მთელი ზამთარი თქვენ და თქვენმა ბავშვებმა.

ინგრედიენტები

  • 500 გ გარგარი
  • 3 მსხვილი ფორთოხალი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • ერთი ჭიქა შაქარი

მომზადება

1. თავიდან დაასხით მდუღარე წყალი ციტრუსებს. წინასწარ გაასტერილეთ ქილები კარგად.

2. დაჭერით ყველა ხილი და ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში.

3. დაასხი ხილს მდუღარე წყალი და დაამატე შაქარი.

4. მოხუფე ქილები, გადააბრუნე და სეფუთე.

თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა მოამზადოთ სახლის ლიმონათი ფორთოხლისგან, ვიმედოვნებთ, რომ ეს სასმელი ძალიან მოგეწონებათ თქვენც და ბავშვებსაც.

ზაფხული ძალაში შევიდა, ამიტომ გემრიელი ლიმონათის მომზადება არ დაგაგვიანდეთ. ის შეგიძლიათ პიკნიკზეც წაიღოთ სხვა საკვებთან ერთად.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!