2.8K
მანის ნამცხვრები ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობს, ისინი ყოველთვის გამოდის ჰაეროვანი, ნოყიერი და ფხვიერი. გთავაზობთ მანის კიდევ ერთ შედევრს, რომელიც არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ლამაზიცაა. ინგრედიენტები კი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტები
- 200 გ მანი
- 200 გ შაქრის პუდრა
- 200 გ ფქვილი
- 2 ცალი კვერცხი
- 3 ს. კ. კაკაო
- 400 მლ კეფირი
- 90 გ კარაქი
- ერთი ჩ. კ. სოდა
- ერთი ს. კ. ზეთი
- მწიკვი ვანილი
მომზადება
- ჩაასხით ჯამში კეფირი, მანის ბურღული, სოდა და ფქვილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ გასაფუებლად 20 წუთით.
- ცალკე შეასრისეთ შაქარი დარბილებულ კარაქს. დაუმატეთ კვერცხი და მარილი.
- 20 წუთის შემდეგ შეურიეთ ორივე ნარევი.
- მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და გაყავით ორ ნაწილად. ერთს მოაფრქვიეთ კაკაო და გადაზილეთ.
- აიღეთ მოსახსნელი ფორმა და მოუსვით მას ცხიმი. შემდეგ საცხობის ცენტრიდან დაიწყეთ და ფერის მონაცვლეობით ჩაასხით ცომი. კბილის საწმენდი ჩხირით გააკეთეთ ნახატი.
- შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით.
- მანის ნამცხვარი მზად არის, გააციეთ და მიიტანეთ სუფრასთან!
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!