უგემრიელესი მანის ნამცხვარი კეფირზე – ,,ზებრა”

by Keti Alaverdashvili

მანის ნამცხვრები ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობს, ისინი ყოველთვის გამოდის ჰაეროვანი, ნოყიერი და ფხვიერი. გთავაზობთ მანის კიდევ ერთ შედევრს, რომელიც არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ლამაზიცაა. ინგრედიენტები კი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ინგრედიენტები

  • 200 გ მანი
  • 200 გ შაქრის პუდრა
  • 200 გ ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3 ს. კ. კაკაო
  • 400 მლ კეფირი
  • 90 გ კარაქი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • მწიკვი ვანილი

მომზადება

  1. ჩაასხით ჯამში კეფირი, მანის ბურღული, სოდა და ფქვილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ გასაფუებლად 20 წუთით.
  2. ცალკე შეასრისეთ შაქარი დარბილებულ კარაქს. დაუმატეთ კვერცხი და მარილი.
  3. 20 წუთის შემდეგ შეურიეთ ორივე ნარევი.
  4. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და გაყავით ორ ნაწილად. ერთს მოაფრქვიეთ კაკაო და გადაზილეთ.
  5. აიღეთ მოსახსნელი ფორმა და მოუსვით მას ცხიმი. შემდეგ საცხობის ცენტრიდან დაიწყეთ და ფერის მონაცვლეობით ჩაასხით ცომი. კბილის საწმენდი ჩხირით გააკეთეთ ნახატი.
  6. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით.
  7. მანის ნამცხვარი მზად არის, გააციეთ და მიიტანეთ სუფრასთან!

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ