მთავარი სილამაზე თუ გსურთ თქვენი თმა სტაბილურად იზრდებოდეს, მხოლოდ 2 ინგრედიენტის შერევაა საჭირო.

თუ გსურთ თქვენი თმა სტაბილურად იზრდებოდეს, მხოლოდ 2 ინგრედიენტის შერევაა საჭირო.

by Keti

თუ გსურთ თქვენი თმა სტაბილურად იზრდებოდეს, უნდა იკვებოთ სწორად და სათანადოდ მოუაროთ თმას.

ამისთვის შეგიძლიათ სცადოთ ნატურალური საშუალებები, მაგალითად, ქოქოსი და სტაფილო. დღეს მათ შესახებ მოგიყვებით.

ამბობენ, რომ სტაფილო და ქოქოსი მკვებავ ნივთიერებებს შეიცავენ, რომლებიც თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. ქოქოსისა და სტაფილოს კონციდიონერი მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ მისი ეფექტის მისაღებად საჭიროა საშუალების ხშირი გამოყენება და მოთმინება, რადგან შედეგი სწრაფად არ დგება.

პირველ რიგში, სტაფილო არის A ვიტამინისა და კაროტინის წყარო, აგრეთვე შეიცავს B6, C ვიტამინებსა და მინერალებს – იოდს, რკინასა და კალიუმს. მეორე რიგში, ქოქოსი შეიცავს ბოჭკოს, რკინას, სელენსა და კალიუმს. მის ზეთში კი შედის ვიტამინი E, K და რკინა, აგრეთვე სასარგებლო ცხიმები.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის საჭირო კონდიციონერის მომზადება

აიღეთ 3 დიდი სტაფილო და ერთი ჭიქა ქოქოსის რძე, აგრეთვე სახეხი.

პირველი ნაბიჯი: გახეხეთ სტაფილო, შემდეგ გამოწურეთ მისი წვენი სუფთა ჭურჭელში. შემდეგ სტაფილოს სითხეს დაამატეთ ქოქოსის რძე და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნარევის წასმამდე, სასურველია, თმა იყოს სუფთა, ამიტომ კონდიციონერის გამოყენებამდე თმა ,,ტრადიციულად” დაიბანეთ შამპუნით.

ამ საშუალების გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატმა დაფაროს თმა ძირიდან ბოლოებამდე. პარალელურად საჭიროა სკალპის 5 წუთიანი მასაჟი თითის ბალიშებით.

კონდიციონერმა კარგად და ეფექტურად რომ იმოქმედოს, თმას იფუთავენ თერმოპირსახოცით ან პოლიეთილენის პაკეტით. დააყოვნეთ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლითა და ჩვეულებრივი შამპუნით. ეს მკურნალობა საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოთ კარგი შედეგები. გამოიყენეთ ნარევი კვირაში ერთხელ, ეს საკმარისი იქნება!

გაუზიარეთ ამ საინტერესო საშუალების რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: