მთავარი სილამაზე რაც ამ შინაურული ნიღბებით დავიწყე სახის გაწმენდა, კომპლიმენტებს ვეღარ ავუდივარ.

რაც ამ შინაურული ნიღბებით დავიწყე სახის გაწმენდა, კომპლიმენტებს ვეღარ ავუდივარ.

by Keti

სილამაზეზე როცა ვსაუბრობთ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის – სახე. სხვა ყველაფრის დაფარვა შეგვიძლია, სახე კი მუდმივად ჩანს. ამიტომ ჩვენ უამრავ რესურსს ვხარჯავთ სახის მოვლაში, ვყიდულობთ კრემებს და საწმენდ საშუალებებს. ზოგი ადამიანი სპეციალისტსაც მიმართავს.

ჩვენ დღეს გასწავლით ორ უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას, რომელიც ლაქებს იდეალურად მოგაშორებთ. ამ ორი საოცარი საშუალების ფუძე არის კარტოფილი.

სახის ნიღაბი კარტოფილისა და კიტრის ფუძით

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი უმი კარტოფილი
  • დიდი კიტრის ნახევარი

მომზადება

პირველ რიგში, დაჭერით კარტოფილი და კიტრი პატარა ნაჭრებად. შემდეგ ჩააწყვეთ ორივე ინგრედიენტი ბლენდერში, ათქვიფეთ და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.

გამოყენება

დაიდეთ ნარევი სახეზე და გააკეთეთ წრიული მოძრაობები. დაიტოვეთ ეს ნიღაბი რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი კარტოფილისა და ლიმონისგან

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი კარტოფილი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება

მოამზადეთ უმი კარტოფილის პიურე, დაამატეთ მას ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაიდეთ ეს ნიღაბი სახეზე და გაიკეთეთ ნაზი წრიული მასაჟი.

გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთით და ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით.

უმჯობესია ნიღაბი საღამოს პერიოდში გამოიყენოთ, რათა სახე მზის სხივებისგან გარანტირებულად იყოს დაცული.

გამოიყენეთ ამ ორიდან რომელიმე ნიღაბი და მიიღეთ ლამაზი და მოვლილი სახის კანი. არ დაკარგოთ დრო და ფული იმ პროდუქტებზე, რომლებიც არ მუშაობს. მოამზადეთ ნიღბები სახლში და დატკბით შედეგებით. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია შერჩეული საშუალების რეგულარული გამოყენება.

გაუზიარეთ ნიღბების რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!