ხშირად ხდება, რომ ერთი და იგივე კერძს სახლსა და რესტორანში სულ სხვადასხვა გემო აქვს. ყველას გვსურს მოვისმინოთ ჩვენი ახლობლების ქება, მაშინაც კი, თუ სადილად კარტოფილ ფრის შეგვიკვეთავენ.
გემრიელი შემწვარი კარტოფილის მომზადება კარგი დიასახლისისთვის პრობლემა არ არის. რაც შეეხება კარტოფილ ფრის – აქ უკვე საქმე სხვაგვარადაა. როგორ მოვამზადოთ ის, რომ იყოს ხრაშუნა და თხელი, შიგნით კი რბილი და ნაზი? იდეალურ ფრის სპეციალური ტექნიკა სჭირდება.
ინგრედიენტები
- 3 ცალი კარტოფილი
- ერთი ჩ. კ. მარილი
- 400 მლ წყალი
- ერთი ჩ. კ. შაქარი
- ზეთი გემოვნებით
მომზადება
1. გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ გამდინარე წყალში. დაჭერით ის სპეციალური ბასრი დანით, მიეცით ნაჭრებს სწორი ფორმა. დაასხით კარტოფილს წყალი, რათა არ გაშავდეს.
2. შემდეგ მოამზადეთ მარინადი. ჩაასხით ღრმა ჯამში 2 ჭიქა წყალი. დაამატეთ იქ შაქარი და მარილი, მოურიეთ. გადაიტანეთ დაჭრილი კარტოფილის ჩხირები მარინადში.
3. დატოვეთ იქ კარტოფილი 20 წუთით. ამ დროის განმავლობაში წყალი გაშავდება. გადაღვარეთ ის, შემდეგ კიკარტოფილის ჩხირები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ბოლომდე გაშრეს.
4. მშრალი კარტოფილი გადაიტანეთ ჰერმეტულად დალუქულ პაკეტში და შედგით საყინულეში საათნახევრით ან მეტით.
5. თუჯის ტაფაში, ფსკერიდან 1,5 სმ სიმაღლეზე, ჩაასხით ზეთი. გააცხელეთ ის მაღალ ცეცხლზე და ფრთხილად ჩაყარეთ მასში გაყინული კარტოფილი.
6. პირველი 5 წამი კარტოფილი მოამზადეთ თავდახურულში. ის მზადდება 2 ეტაპად 5-7 წუთის განმავლობაში. მზა ფრი გაახიეთ ბადეზე.
ამ სახით მომზადებული კარტოფილი ფრი ძალიან ჰგავს ცნობილი ფასტ ფუდების კერძს. შეგიძლიათ მოამზადოთ მისი რამდენიმე პაკეტი.
როგორ მოგეწონათ რეცეპტი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, სტატია კი გაუზიარეთ მეგობრებს!