მთავარი სილამაზე აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ჩაის პაკეტები თვალის შავი უპეებისთვის

აი, როგორ უნდა გამოიყენოთ ჩაის პაკეტები თვალის შავი უპეებისთვის

by Keti

ბევრ ჩვენგანს, სტრესის, ძილის უკმარისობის ან გენეტიკის გამოც კი, თვალის გარშემო შეშუპება უჩნდება. ეს კი გავლენას ახდენს ჩვენი სახის სილამაზეზე. დღეს გიამბობთ ჩაის პაკეტების სიკეთეზე, რომელიც დაგეხმარებათ გააქროთ თვალის გარშემო არსებული სიშავეები და თვალის ტომრები.

მაშ ასე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ჩაის პაკეტი:

ცეზალპინია

თუ თვალები ცუდი ძილის შემდეგ შეგისივდათ, შეგიძლიათ უპეებზე დაიდოთ ამ ჩაის პაკეტები. ეს მცენარე ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენებისას.

მოამზადეთ ნაყენი, გააციეთ პაკეტი და დაიდეთ ის ორივე თვალზე. გაიჩერეთ 15 წუთი ან მეტი, სიმძიმის მიხედვით.

გვირილა

ბევრი მას თვალების ინფექციის დროსაც ნიშნავს. თუმცა მნიშვნელოვანია დაიცვათ სიფრთხილე. თუ ამ მცენარეზე ალერგია არ გაქვთ, დაიდეთ მისი გაგრილებული პაკეტები თვალებზე. არ გამოიყენოთ გვირილის ყვავილი, მხოლოდ პაკეტში მოთავსებული ჩაი.

ცერეცო

ცერეცოს ჩაის პაკეტები მოგიხსნით დაღლილობას თვალის მიდამოდან, განსაკუთრებით, თუ კომპიუტერთან გიწევთ ხანგრძლივად მუშაობა.

ეს მცენარე ასევე ებრძვის სხვა პრობლემებსაც:

კონიუქტივიტი: თუ დახუჭულ თვალებზე ცერეცოს ჩაის პაკეტს დაიდებთ (10 წუთით), ეს შეამცირებს გაღიზიანებას.

ბლეფარიტი: ეს ქუთუთოს ნაპირების ანთებაა, რასაც იწვევს თვალის მიდამოს სიმშრალე. ცერეცოს პაკეტები შეგიმსუბუქებთ მის სიმპტომებს.

როგორც ხედავთ ამ სამი მცენარის ჩაის პაკეტები საკმაოდ გამოსადეგი საშუალებებია. ჩვენ აგრეთვე გთავაზობთ ერთ მეთოდს, რომლებიც გააქრობს შავ წრეებს თვალებიდან. ეს არის მაცივარში მოთავსებული ჩაის პაკეტები.

სიცივე ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და აცოცხლებს თვალის არეს. შედგით ცოტა ხნით მაცივარში ჩაის პაკეტები და დაიდეთ შემდეგ თვალების გარშემო. შედეგით კმაყოფილები დარჩებით

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც!