მთავარი ჯანმრთელობა დაივიწყეთ შიმშილი და ტანჯვა. ჩვენ გასწავლით დაბალანსებულ კვებას, რომელიც დიეტაზე უკეთ აკლებს კილოგრამებს.

დაივიწყეთ შიმშილი და ტანჯვა. ჩვენ გასწავლით დაბალანსებულ კვებას, რომელიც დიეტაზე უკეთ აკლებს კილოგრამებს.

by Keti

ბალერინები ყურადღებას აქცევენ თავიანთ ფიგურას და აკონტროლებენ მოხმარებული კალორიების რაოდენობას, მათ სჭირდებათ აღნაგობის შენარჩუნება და ასევე საჭიროებენ საკმარისი ენერგიის მიღებას ხანგრძლივი ვარჯიშებისთვის.

დღეს მოგიყვებით ცნობილი ამერიკელი ბალერინას – მისტი კოუპლენდის რაციონის შესახებ. მან საბალეტო სკოლას საკმაოდ გვიან მიაკითხა. მისი დიეტა მიმართულია არა შიმშილსა და ტანჯვაზე, არამედ დაბალანსებულ კვებაზე.

საუზმე

მისტის პირველი კვება შედგება ხვეულასაგან, რომელიც შეიცავს მწვანე ხახვს და ნაღების ყველს. ან უბრალოდ მაფინისგან, რომელსაც ფინჯან ყავასთან ერთად მიირთმევს. ბალერინა გვირჩევს, რომ არ ვჭამოთ სწრაფად, რათა მალე შევიგრძნოთ დანაყრება.

ხემსი

მისტი ამ დროს უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვა ჩირს ან ქეშიუს. სხვათაშორის მას სულ თან დააქვს ჩირეულით სავსე კონტეინერი. თუ გსურთ მიირთვათ ბანანის ან ყურძნის მსგავსი ტკბილი ხილი, ეს დღის პირველ ნახევარში უნდა გააკეთოთ.

სადილი

მისტი კოუპლენდი სადილობს მხოლოდ სალათით. მის შემადგენლობაში შედის ისპანახი, პეკანის კაკალი, მშრალი შტოში და თხის ყველი. ის სალათს ასხამს ძმარს და პროვანსულ ზეთს. ასეთი ნოყიერი და მსუბუქი სალათა მთელი დღის ენერგიას მოგცემთ.

ვახშამი

მისტის საღამოს კვების აუცილებელი ატრიბუტია თევზი ან სხვის პროდუქტები. ეს შეიძლება იყოს შემწვარი ორაგული ბოსტნეულით, ოსპი ყველით ან მსგავსი კერძი. ამასთან ბალერინა ცდილობს ბოლომდე არ შეჭამოს თეფშზე არსებული საკვები.

ბალერინას დიეტა დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი რაციონის კორექტირება მტანჯველი შეზღუდვების გარეშე. თქვენ არ მიიღებთ ზედმეტ კალორიებს, ენერგია კი გეყოფათ, რათა დღე აქტიურად გაატაროთ.

გაუზიარეთ ეს დიეტა თქვენს მეგობრებსაც!