ჟოლო უხსოვარი დროიდან ცნობილია თავისი სიცხის დამწევი და ოფლმდენი თვისებებით. ამიტომ მისი ჩაი სასარგებლოა გაციების დროს. კენკრა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც, ამაგრებს რა სისხლძარღვებს.
დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გამოიყენოთ ჟოლო სამკურნალო მიზნებისთვისაც.
ჟოლოს ნაყენი ხალხურ მედიცინაში
ჟოლოს ნაყენი ჩიყვის საწინააღმდეგოდ
სასმელის მოსამზადებლად შეურიეთ 4 ჭიქა წყალი და ერთი ჭიქა ჟოლო. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადაწურეთ და ჩაასხით მასში ნახევარი ლიტრი არაყი, დაამატეთ ერთი ჭიქა შაქარი და ერთი კგ კაკლის ტიხრები. დადგით ნარევი 10 დღით ბნელ ადგილას. მისი მიღება შეგიძლიათ: თითო ს. კ. სამჯერ დღეში ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ჟოლოს სასარგებლო თვისებები
ჟოლო კუჭს სწორად მუშაობაში ეხმარება. სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ტოტები. თავიდან მასალა დააქუცმაცეთ, შემდეგ აიღეთ მისი 2 ს. კ. და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დადგით ერთი საათით. დალიეთ დღეში სამჯერ საკვების მიღებიდან 20 წუთის შემდეგ ჭიქის მესამედი.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მიიღეთ ჟოლოს წვენი – 1-1,5 ს. კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. ცოტა ხანში თქვენ იგრძნობთ გაუმჯობესებას.
ანთების საწინააღმდეგო თვისებები
გამშრალ ან ახალ ჟოლოს დაასხით ცოტა წყალი და სვით 2-2 ს. კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს კანის ჩირქოვან გამონაყარზე.
ჟოლოს წყალი კარგად ებრძვის ბახუსს. ერთი ლიტრი სითხის მიღების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება.
მშრალი ჟოლო
ამ მიზნით შეარჩიეთ საღი და მწიფე ნაყოფი. დაალაგეთ ჟოლო საცხობ ფორმაზე ერთ ფენად და მოათავსეთ თბილ აერღუმელში. მშრალი ჟოლო შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრებშიც.
გაყინული ჟოლო
ჟოლო შედგება წვრილი ბურთებისგან, რომლებიც გაყინვის შემდეგ მალე იშლება. ამიტომ ამ საკითხს :სხვანაირად უნდა მივუდგეთ. გაყინვა უნდა მოხდეს 2 ეტაპად: პირველ ჯერზე კენკრა უნდა გაყინოთ -12 გრადუსზე, ეს ნაყოფს სტრუქტურას შეუნარჩუნებს,
მეორე ეტაპზე კი ტემპერატურას აყენებენ -18 გრადუსზე. შემდეგ მისი ტრანსპორტირებაც კი შესაძლებელია.
სახლის პირობებში საკმარისია კენკრის საყინულეში მომზადება, მთავარია მაცივარში არ იყოს უცხო სუნები, რათა ნაყოფმა ის არ შეიწოვოს.
შემადგენლობისა და სასარგებლო თვისებების წყალობით, ჟოლო სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძვირფას კენკრად. ის არ არის პანაცეა, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით ღირსეული ადგილი უჭირავს.
თქვენ როგორ იყენებთ ჟოლოს? გიყვართ მისი ნაყენი? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!