მთავარი სილამაზე გამოცდილმა კოსმეტოლოგმა მირჩია ბოტოქსის ნაცვლად ეს ნიღაბი გავიკეთო კვირაში 2-ჯერ

გამოცდილმა კოსმეტოლოგმა მირჩია ბოტოქსის ნაცვლად ეს ნიღაბი გავიკეთო კვირაში 2-ჯერ

by Keti

ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ უმჯობესია შეიძინონ მზა სახის მოვლის საშუალება, ვიდრე თავად მოამზადონ სახლში თითოეული ჯერისთვის. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ნატურალური ნიღბები გაცილებით უკეთესია. დღეს ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოიმზადოთ ბანანის ნიღაბი.

ჯერ კიდევ 30 წლის წინ ეს ხილი დიდ დეფიციტში იყო, ამიტომ აღნიშნული ნიღაბი მხოლოდ ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი. ახლა კი სიტუაცია სხვანაირია.

ბანანის ნიღაბი სახის კანისთვის

რითი გამოირჩევა ეს ეგზოტიკური ნაყოფი კოსმეტოლოგიისთვის? ეს რა თქმა უნდა მისი შემადგენლობისა და სასიამოვნო სუნის დამსახურებაა. ბანანში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა:

  • მძლავრი ანტიოქსიდანტი – ვიტამინი C. იგი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანელებს კანის დაბერების პროცესს.
  • ვიტამინი B – აქრობს მიკროტრავმებს.
  • ვიტამინი A – ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, კარგად ებრძვის გამონაყარს.
  • ტრიფტოფანი, მეთიონინი, ლიზინი – ამინომჟავები, რომლებიც არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავებას.
  • ქოლინი – გამოირჩევა დამაწყნარებელი ეფექტით.
  • ვიტამინი E – მას ბოტოქსის ეფექტი აქვს. ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას.

როგორ მოვამზადოთ ბანანის ნიღაბი სახის კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ერთი ს. კ. დაჭყლეტილი ბანანი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი
  • ერთი ჩ. კ. არაჟანი
  • ერთი ჩ. კ. სახამებელი

უმჯობესი იქნება გამოიყენოთ ბრინჯის სახამებელი, არაჟანი კი ყოველთვის არ დაგჭირდებათ. ორიგინალ რეცეპტში იღენებენ ნაღებს, თუმცა ზაფხულში უპირატესობა მიანიჭეთ იოგურტს.

ამრიგად, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სუფთა სახის კანზე 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2ჯერ.

სეზონური ნიღბებისგან განსხვავებით, ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ მთელი წლის განმავლობაში. შეგიძლიათ თაფლი შეცვალოთ ალოეს წვენით, ეფექტი შესაძლოა უკეთესიც იყოს. კრემების ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს, ისინი არ უნდა შეიცავდეს პარაბენებსა და სულფატებს.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!