ტკბილეული ბევრ ადამიანს უყვარს, თუმცა ხშირად მისი მომზადების თავი და დრო არ გვაქვს. არადა ძალიან გვინდა სწორედ შოკოლადის ტორტი.
დღეს ჩვენ ისეთ რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც ბავშვიც კი მარტივად გააკეთებს. კრემს 5 წუთზე მეტი არ სჭირდება.
ინგრედიენტები
- 300 გ შავი შოკოლადი
- 6 ცალი კვერცხი
- 10 გ კაკაოს ფხვნილი
- 2 მწიკვი მარილი
- 400 კრემყველი
- 200 მლ ნაღები
- 50 გ არაქისი
მომზადება
1. გაყავით ერთმანეთისგან კვერცხის ცილა და გული. გულებს შეურიეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ. დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
2. გაადნეთ 150 გ შოკოლადი და დაამატეთ ის კვერცხის გულების მასას. კარგად აურიეთ.
3. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. ფრთხილად შეურიეთ ცილის მასა შოკოლადისას.
4. საცხობ ფორმას დააფარეთ პერგამენტი და ცომი თანაბრად გადაანაწილეთ მასზე. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით. გააციეთ ნამცხვარი და ჩამოაჭერით მას ნაპირები
5. გამომცხვარ ცომს დააფარეთ პერგამენტი და გადააბრუნეთ. გადააძრეთ მას ძველი პერგამენტი, რომელშიც ცხვებოდა. დაჭერით ფირფიტა 4 თანაბარ ნაწილად.
6. ახლა მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ნაღები და კრემყველი ერთად, სანამ მდგრად და ჰაეროვან მდგომარეობას არ მიიღებს,
7. გაადნეთ დარჩენილი შოკოლადი, დაამატეთ მას ცოტა კრემი და აურიეთ კარგად. ამის შემდეგ შოკოლადიანი მასა შეურიეთ ნაღებიან მასას და კარგად ათქვიფეთ.
8. დროა ააწყოთ ტორტი. ცომის პირველ ფირფიტაზე კრემი მოათავსეთ საკონდიტრო ტომრის დახმარებით, შემდეგ მოაყარეთ დაქუცმაცებული არაქისი. იგივე გაიმეორეთ სამჯერ. ზედა ფენას ნურაფერს მოაყრით, შოკოლადი საკმარისი იქნება. შედგით ტორტი მაცივარში ერთი საათით.
პატარა საიდუმლო, თუ როგორ უნდა შეინახოთ უფქვილო ტორტი: ფორმირების მიცემამდე და მომზადების პროცესშიც კრემი შედგით მაცივარში. ამის შემდეგ ის აღარ დაკარგავს ფორმას, დესერტი კი მაღალი და ლამაზი გამოვა.
გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!