მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად იცნობთ ადამიანს, ზუსტად არასდროს გეცოდინებათ რას ფიქრობს ის ან რას განიცდის. ამიტომ არის, რომ ხშირად ადამიანთა ქცევას ან სიტყვებს არასწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ, გვწყინს ბევრი რამ და ჩვენს ვარაუდებსა და ფიქრებში ვიხრჩობით. მაგრამ თუ ვცდით კომუნიკაციის წამოწყებას, იმ ფიქრების გაზიარებას, რაც დაგვიგროვდა, ცხოვრება ბევრად უფრო იოლი გახდება. სულერთია ეს ადამიანი კოლეგაა, შეყვარებული, მშობელი თუ შვილი – კომუნიკაცია ყოველთვის მუშაობს.
ჩვენ დღეს ილუსტრაციების სახით გაგიზიარებთ იმ ნათქვამებს, რომლებიც ხშირად არასწორად არის გაგებული და ორ ადამიანს შორის გაუგებრობას შობს. ალბათ ყველა თქვენგანი ყოფილა მსგავს სიტუაციაში.
ფოტოების პირველ ტაბლოში მოცემულია რეალურად ნათქვამი ფრაზა, მეორეში კი დიალოგის ადრესატის მიერ მისი აღქმული შინაარსი.