ზღვის პროდუქტები ბევრს არ უყვარს, თუმცა თუ თევზი და მისი მსგავსი კერძი სხვა სახით გასინჯეს, შესაძლოა ძალიანაც მოეწონოთ. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი არის თევზის ღვეზელი, რომელსაც თუ ერთხელ გასინჯავთ, ვეღარ მოეშვებით.
ეს ძალიან წარმატებული კომბინაციაა თევზის ფილეს, ბოსტნეულის სოუსებისა და სხვა ინგრედიენტების. სცადეთ თევზის ღვეზელის ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეეპტით მომზადება ახალი წლისთვის და უკმაყოფილო არ დარჩებით.
ინგრედიენტები
- ერთი კგ თეთრი თევზის ფილე
- ერთი ცალი ხახვი
- 4 ცალი სტაფილო
- 5 ცალი პომიდორი
- ერთი ჭიქა ფქვილი
- 9 ცალი კვერცხი
- ერთი კონა მწვანე ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 200 მლ არაჟანი
- ერთი ს. კ. წითელი ხიზილალა
- ერთი ს. კ. მაიონეზი
- მარილი, შავი პილპილი, ზეთი – გემოვნებით
მომზადება
1. თევზის ფილე და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ მარილი, წიწაკა და 4 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და ისევ აურიეთ.
2. გააკეთეთ თევზის ფარშისგან პატარა გუნდები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
3. გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე და მოშუშეთ ის ტაფაზე. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ერთი ს. კ. არაჟანი და აურიეთ.
4. დარჩენილი კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და გული წვრილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორი დაჭერით რგოლებად.
5. უკვე შეგიძლიათ ააწყოთ ღვეზელიც. გამომცხვარ თევზს გაუსწორეთ ნაპირები, რათა თანაბრად იყოს. ყოველ მეორე კოტლეტზე დადეთ შემწვარი სტაფილო და პომიდვრის რგოლი. შემდეგ დაადეთ ზემოდან მეორე კოტლეტი.
6. შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი არაჟანი და მაიონეზი, წაუსვით ღვეზელს გვერდებზე და ზემოდან. ამოავლეთ გახეხილ კვერცხის გულში.
7. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და მორთეთ ღვეზელი ზემოთა მხრიდან. ყოველ კოტლეტზე დადეთ წითელი ხიზილალის რამდენიმე მარცვალი.
თევზის ეს უგემრიელესი ღვეზელი მარტივი მოსამზადებელია და თან არცთუ ისე ძვირი ჯდება. გამოიყენეთ ის თევზი, რომლის გემოც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. სინჯეთ კერძის მომზადება და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!