დღეს შემოთავაზებული უგემრიელესი დესერტისთვის ღუმელი არ დაგჭირდებათ. საკმარისი იქნება მხოლოდ სხვადასხვა ინგრედიენტისა და ზედ დამატებული ჟელატინის შერევა, შემდეგ უნდა ჩაასხათ ფორმაში და შედგათ მაცივარში.
ტორტი არ შეიცავს ფქვილს, ამიტომ წონაში მატებას არ იწვევს, მისი შოკოლადის ჟელე კი, მომჟაო ქლიავთან ერთად, ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც კი დააკმაყოფილებს.
ინგრედიენტები
- 750 მლ რძე
- 100 გ შავი შოკოლადი
- 100 გ კარაქი
- 3 ცალი კვერცხი
- 200 გ შავი ქლიავი
- 20 გ ჟელატინი
- 150 გ შაქარი
- 3 ს. კ. სახამებელი
- 14 ცალი ორცხობილა
- ერთი პაკეტი (8 გ) ვანილის შაქარი
- ქოქოსის ფანტელი მოსართავად
- საცხობი ფორმა (28 სმ დიამეტრის მქონე)
მომზადება
1. შავ ქლიავს დაასხით მდუღარე წყალი და დადგით 10 წუთით.
2. შავი ქლიავი ბლენდერით დააქუცმაცეთ პასტის მდგომარეობამდე.
3. კვერცხი გატეხეთ ქვაბში, დაამატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი. ყველაფერი აურიეთ მიქსერით. დაამატეთ კაკაო, სახამებელი და კვლავ აურიეთ.
4. ჩაასხით ცოტა რძე, აურიეთ ისე, რომ კოშტები არ დარჩეს. ამის შემდეგ ჩაასხით მთლიანი რძე.
5. ქვაბი დადგით ცეცხლზე და როცა გაცხელდება, ჩაამატეთ მას დაქუცმაცებული შოკოლადი. ხარშეთ, სანამ კარგად არ გასქელდება, თან სულ ურიეთ.
6. ამასობაში, ჟელატინს დაასხით წყალი და დადგით გასაფუებლად.
7. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, ცხელ მასაში კი ჩაამატეთ კარაქი, ხოლო შემდეგ შავი ქლიავისა და ჟელატინის პასტა.
8. აურიეთ ყველაფერი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
9. ფორმას წაუსვით ზეთი და დააფინეთ მას საცხობი ქაღალდი.
10. კრემი გადაასხით ფორმაში. მსუბუქად შეანჯღრიეთ გასასწორებლად და ჰაერის ბუშტუკების ამოსაშვებად.
11. კრემს ზემოდან დაალაგეთ ორცხობილა, 24 სმ დიამეტრის ფორმისთვის დაგჭირდებათ 8 ან 10 ცალი.
12. ფორმას დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
13. ამის შემდეგ ნამცხვარი გადმოაბრუნეთ სწორ ზედაპირზე ისე, რომ ორცხობილის ფენა ქვემოთ იყოს.
14. მოაცილეთ საცხობი ქაღალდი ნამცხვარს და დაჭერით ის.
15. მზად არის! მიიტანეთ ჩაისთან ერთად და გემრიელად მიირთვით!
ეს ტორტი ძალიან გემრიელი გამოდის. გირჩევთ, რომ აუცილებლად მოამზადოთ! შემდეგ კი გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!