მთავარი სილამაზე 7 ბუნებრივი მეთოდი იდეალური ჰოლივუდის ღიმილისთვის

7 ბუნებრივი მეთოდი იდეალური ჰოლივუდის ღიმილისთვის

by Keti

ბევრი ადამიანი ოცნებობს ჯანმრთელ და ლამაზ კბილებზე, თუმცა ცოტა თუ ბედავს მათ ქიმიურ გათეთრებას.

ჩვენ მივაგენით რამდენიმე ბუნებრივ პროცედურას, რომელთა ჩატარებაც სახლში შეგიძლიათ და რომლებიც არ დააზიანებს თქვენს ემალს. გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდების გამოყენების გარდა საჭიროა რეგულარული ვიზიტი დენტისტთან.

ჩაის ხის ზეთი

ჩაასხით 100%იანი ჩაის ხის ზეთის 5 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში და გამოივლეთ პირი ყოველდღე, კბილების გამოხეხვის შემდეგ. შედეგს რამდენიმე კვირაში იხილავთ.

მარწყვის პასტა

ჩაჭყლიტეთ ახალი მარწყვი, შეურიეთ დაფქულ ზღვის მარილს და წაუსვით ნარევი კბილის ჯაგრისს. დაიმასაჟეთ კბილები რამდენიმე წუთით, შემდეგ გამოივლეთ წყალი. ემალის დასაცავად ეს მეთოდი გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ.

ქოქოსის ზეთი

წაისვით კბილებზე ქოქოსის ზეთი მათი გახეხვის დაწყებამდე, დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ გამოიხეხეთ პასტით. გაიმეორეთ კვირაში 2-3ჯერ.

გააქტივირებული ნახშირის ნიღაბი

შეურიეთ დაფქული ნახშირი წყალს და მიიღეთ არაჟნისებური მასა, შემდეგ ფრთხილად წაისვით კბილებზე. დაიტოვეთ 2 წუთით და გამოივლეთ წყალი. შემდეგ გაიხეხეთ კბილები. გაიმეორეთ კვირაში 1-2ჯერ.

ბანანის ქერქი

ბანანის ქერქი კბილებს იდეალური ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. წაისვით ქერქის შიდა ნაწილი კბილების ორივე მხარეს და დაიცადეთ 5-7 წუთი. შემდეგ გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ წყალი.

ლიმონის სავლები

აიღეთ ლიმონის წვენი და დაფქული მარილი პროპორციით 3:1, შეურიეთ კარგად და გამოივლეთ პირში კბილების გამოხეხვის შემდეგ. გაიმეორეთ კვირაში 2-3ჯერ.

გაფრთხილება: თუ პირის ღრუში ინფექცია გაქვთ, ეს სავლები არ გამოიყენოთ!

ალოე ვერა

ჰოლივუდის ღიმილის მისაღებად შეგიძლიათ ალოე ვერას გამოყენებაც – გამოდგება ახალი ალოეც და ამ მცენარისგან დამზადებული ბუნებრივი გელიც. წაისვით ის კბილებზე და დაიმასაჟეთ კბილის ჯაგრისით, შემდეგ გამოივლეთ წყალი. რამდენიმე კვირაში თქვენი ღიმილი შეუდარებელი გახდება.

თქვენ თუ იყენებთ რაიმე ბუნებრივ მეთოდს კბილების გასალამაზებლად? გთხოვთ, მოგვიყევით კომენტარებში! ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!