მთავარი კულინარია მსუბუქი ჭარხლის წვნიანი, რომელიც შვებას მოჰგვრის თქვენს ნაახალწლევ კუჭ-ნაწლავს

მსუბუქი ჭარხლის წვნიანი, რომელიც შვებას მოჰგვრის თქვენს ნაახალწლევ კუჭ-ნაწლავს

by Keti

ახალი წლის სუფრა ყოველთვის დატვირთულია მძიმე კერძებით. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ კი ორგანიზმი ცოტა შესვენებას გვთხოვს და რაიმე მსუბუქი კერძი ამ დროს აუცილებელია.

ჭარხლის სამარხვო სუპი შესახედად და გემოთი ალბათ ბორშს მოგაგონებთ, თუმცა ის სულ სხვა კერძია, განსაკუთრებული და არომატული. მოამზადეთ და ყველააირი გემოვნების მქონე ოჯახის წევრი კმაყოფილი დარჩება.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ჭარხალი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • 2 ცალი კარტოფილი
  • ერთი ცალი ხახვი
  • 2 ს. კ. ტომატ პასტა
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი ლ წყალი
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ბოსტნეული გაფცქვენით, გარეცხეთ, კარტოფილი კი დაჭერით პატარა კუბებად. წვრილად დაჭერით ხახვიც. სტაფილო და ჭარხალი ცალ-ცალკე გახეხეთ მსხვილ სახეხზე, წყალი ჩაასხით ქვაბში და მიიყვანეთ ყველაფერი ადუღებამდე.

2. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად გამოიყენოთ ქათმის ბულიონი. ჩაყარეთ ქვაბში სტაფილო და ხახვი, ხარშეთ 15 წუთი, ტაფაში კი გააცხელეთ ზეთი.

3. ამ ზეთში მოშუშეთ ჭარხალი. 3-5 წუთის შემდეგ დაამატეთ მას ტომატ პასტა. აურიეთ და შუშეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ქვაბში ჩაყარეთ კარტოფილიც.

4. შემდეგ ქვაბშივე ჩაყარეთ მოშუშული ჭარხალი და დაამატეთ მას მარილი და პილპილი, გაჭყლიტეთ ნიორი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და დაჭრილი ოხრახუში.

5. აურიეთ სუპი და მიიყვანეთ ადუღებამდე, ერთი წუთის გასვლის შემდეგ კი გადმოდგით ის ცეცხლიდან. დატოვეთ თავდახურული 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მიიტანეთ სუფრასთან.

თუ მარხვაზე არ ხართ, ამ წვნიანს ძალიან უხდება ბუტერბროდი სალასთან ერთად, უფრო ნოყიერია და კალორიული. ხოლო თუ კუჭის დასვენების მიზნით, უფრო მსუბუქი ვარიანტი გირჩევნიათ, შეგიძლიათ სუფი კარტოფილის გარეშე მოამზადოთ.

კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ სინჯოთ ეს რეცეპტი. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!