მთავარი რჩევები დავარცხნის დროს თუ ამ 7 შეცდომას დაუშვებთ, თმის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებთ

დავარცხნის დროს თუ ამ 7 შეცდომას დაუშვებთ, თმის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებთ

by Keti

თმის ვარცხნა ერთი შეხედვით უვნებელი პროცესია, თუმცა აქაც არსებობს სწორი და არასწორი მიდგომები. შეუსაბამო ტიპის სავარცხლის გამოყენებამ შესაძლოა ღერები დაასუსტოს და გახადოს მტვრევადი, ხოლო სწორად ვარცხნა კი თმას ხდის ბზინვარეს და თავისუფალს, ასევე ხელს უწყობს სიგრძეში ზრდას.

ჩვენ სათანადოდ უნდა დავაფასოთ თმის სწორი ვარცხნის წესები, ამიტომ გთავაზობთ 7 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

1. თმის ვარცხნა არასწორი მიმართულებით

თმის ზემოდან ქვემოთ ჩამოვარცხნა ხელს უწყობს ფოლიკულის მოცლას და ეს იწვევს თმის დაზიანებას და მტვრევადობას. კვანძების გასახსნელი საუკეთესო მეთოდი იქნება, თუკი თმის დავარცხნას ფრთხილად დავიწყებთ მისი ბოლოებიდან. უმჯობესია, თმა დანაყოფებად დაშალოთ და ცალ-ცალკე იზრუნოთ მათი კვანძების გახსნაზე.

2. ივარცხნით მხოლოდ ბოლოებს

თმის სწორი ვარცხნა ბოლოებიდან იწყება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის ზედა ნაწილი უნდა დავივიწყოთ. სკალპში გამოიყოფა საკვები ნივთიერებებით მდიდარი ცხიმები, რომლებიც აუცილებელია თმის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ამ ცხიმების ბოლოებამდე მიტანა თმას გახდის უფრო გლუვს და ბზინვარეს. ასევე თმის ვარცხნა სკალპსაც ამასაჟებს, ეს კი ზრდის სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას.

3. იყენებთ არასწორ სავარცხელს

სწორი სავარცხლის გამოყენება თმას იცავს მტვრევადობისგან. თუ ტალღოვანი და ხვეული თმა გაქვთ, გამოიყენეთ ნიჩბისებური, ძლიერი ჩხირების მქონე ვარცხელი, ის უკეთ გახსნის კვანძებს. თუ თქვენი თმა სწორია და აკლია მოცულობა, დაგეხმარებათ რბილი და ჯაგრისებური სავარცხელი.

4. მეტისმეტად ხშირად ივარცხნით

თმის დღეში რამდენჯერმე ვარცხნა ასუსტებს მას. ეცადეთ ფოკუსირდეთ ვარცხნის ხარისხზე. და რაც არ უნდა კარგი ტექნიკით ივარცხნიდეთ თმას, არ დაგავიწყდეთ სავარცხლის რეგულარული წმენდა. ჭუჭყიანი ჯაგრისი ინახავს თმის ძველ პროდუქტებსა და მკვდარ უჯრედებს.

5. იყენებთ ერთსა და იმავე სავარცხელს სველი და მშრალი თმის ვარცხნისას

სველი თმა მიდრეკილია მტვრევადობისკენ, ხოლო არასწორი ტიპის სავარცხელი კი მას ადვილად დააზიანებს. სველი თმის ვარცხნისას, სჯობს, გამოიყენოთ ფართო კბილებიანი სავარცხელი, ის უსაფრთხოდ გახსნის თმის კვანძებს და არ დაგიზიანებთ მას.

6. ივარცხნით მშრალ კულულებს

თმის მოვლის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მოვერიდოთ მშრალი კულულების ვარცხნას და პროცესის დაწყებამდე დავიტენიანოთ ისინი. ძალისხმევის დაზოგვისთვის, შეგიძლიათ დავარცხნამდე ისეთი საშუალებაც წაისვათ, რასაც შემდეგ თმაზე დაიტოვებთ. უხეში და ღონიერი ვარცხნა თმას აზიანებს და ხდის მტვრევადს.

7. არ ივარცხნით თმას დაბანამდე

თმის დაბანამდე ვარცხნა ხელს უშლის მის ახლართვას. ნაზად შეიზილეთ შამპუნი სკალპზე და არ გამოიყენოთ ამ დროს ფრჩხილები. სველი თმა მოჭყლიტეთ პირსახოცით და არ გაახახუნოთ ისინი ერთმანეთზე, რადგან ეს ახლართავს თმას და ის ისევ დასავარცხნი გახდება.

თქვენ თუ დაგიშვიათ ასეთი შეცდომები თმის ვარცხნის დროს? კიდევ რას დაამატებდით ამ სიას? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!