არაჟნის ტორტი გამოცხობის გარეშე გამოდის ძალიან ნაზი, თან ისეთ, რომ პირდაპირ დნება პირში. მისი ყველაზე დიდი ღირსება არის ჰაეროვანი კრემის სქელი ფენა, ხოლო ცომად გამოიყენება ფხვიერი შოკოლადის ორცხობილა. ის კარგად ნამცეცდება და კრემის გემოს ძალიან უხდება.
სურვილისა და სიყვარულის შემთხვევაში, ნამცხვარს შეგიძლიათ დაამატოთ დაქუცმაცებული მიწის თხილი ან ნუში. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 18-20 სმ დიამეტრის ფორმაზე. მზა ნაწარმის წონა დაახლოებით 1,3 კგ იქნება.
ინგრედიენტები
- 300 გ ორცხობილა
- 320 გ კარაქი
- 400 გ არაჟანი
- 2 ცალი კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 50 გ ფქვილი
- 10 გ ვანილის შაქარი
კრემის მომზადება
1. სქელძირიან ქვაბში შეურიეთ ფქვილი, შაქარი და კვერცხი. დაამატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ. დადგით ის დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტელი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს ძალიან ჩაუწიეთ და ხარშეთ 1-2 წუთი, თან სულ ურიეთ.
2. კრემიანი ქვაბი ჩადგით ყინულიან ქვაბში, დააფარეთ საკვები ცელოფანი და დატოვეთ გასაციებლად.
ცომის მომზადება
3. ბლენდერის ან საბრტყელებლის დახმარებით, ორცხობილა დაანამცეცეთ. 2 ან 3 ს. კ. ნამცეცები გადაინახეთ, დანარჩენში კი ჩაასხით 120 გ გამდნარი კარაქი და აურიეთ.
4. ბრტყელ თეფშზე დადეთ ფორმის რგოლი, კედლებზე ამოაფინეთ პერგამენტი. ორცხობილას მასა ჩადეთ ფორმაში და კარგად დატკეპნეთ. შედგით მაცივარში 20 წუთით.
5. 100 გ დარბილებულ კარაქს დაამატეთ ვანილის შაქარი. ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. მოხარშული კრემიც ასევე ათქვიფეთ კარგად. ის 2 ეტაპად უნდა დაამატოთ კარაქის მასაში, თან თქვიფეთ, სანამ ჰაეროვან კონსისტენციას არ მიიღებთ.
6. კრემის მთლიანი მასა გადაიტანეთ ორცხობილას ფუძეზე და მოასწორეთ, მოაყარეთ გადადებული ორცხობილას ნამცეცები. დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 4-6 საათით.
ტორტი გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი, მას ასევე ძალიან უხდება სხვადასხვა ხილი და კენკრა. სხვათაშორის, ეს მოხარშული კრემი მოუხდება ნებისმიერ სახლურ ტორტს. აუცილებლად შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!