მთავარი ჯანმრთელობა თუ სწორად იკვებებით და წონაში მაინც ვერ იკლებთ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს….

თუ სწორად იკვებებით და წონაში მაინც ვერ იკლებთ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს….

by Keti

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, იკვებებით ჯანსაღად და მაინც გიჭირთ წონაში დაკლება, შესაძლოა ეს ერთი ჰორმონის ბრალი იყოს.

ამ ჰორმონს კორტიზოლი ჰქვია. მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. ის მაშინ გამოიყოფა, როცა სხეული ქრონიკულ სტრესშია. კორტიზოლის ჭარბი გამომუშავება აზიანებს კუნთებს და მეტაბოლიზმზეც ნეგატიურად მოქმედებს.

კორტიზოლის ჭარბი რაოდენობის სიმპტომები:

  • ხასიათის ცვლილებები: ბრაზი, შფოთვა, დეპრესია.
  • მუდმივი დაღლილობა, უმოქმედობის დროსაც კი.
  • თავის ტკივილი.
  • გულის აჩქარება და/ან ჰიპერტენზია.
  • მადის დაქვეითება და წონის მატება აუხსნელი მიზეზებით.
  • საჭმლის მონელების პრობლემები.
  • ხშირი შარდვა, შეკრულობა ან დიარეა.
  • ძილის პრობლემები.
  • მეხსიერების დაქვეითება.
  • თავდაცვის უნარის შესუსტება.
  • სახეზე თმისა და ნაოჭების გაჩენა.
  • შესიებული სახე და შებერილობა ყელის მიდამოში.

როგორ შევამციროთ ამ ჰორმონის გამოყოფა:

1. საკვები, რომელსაც უნდა მოვერიდოთ:

  • კოფეინი, ალკოჰოლი, ტკბილეული, ზედმეტი ფოსფორი

2. საკვები, რომელიც უნდა მივიღოთ:

  • თევზი: სკუმბრია, ქაშაყი, გველთევზა და ზოგადად ხარისხიანი ცილა.
  • ფენილალანინით მდიდარი საკვები: ქათამი, კვერცხი, ყავისფერი ბრინჯი, ბროკოლი, გოგრა, წიწმატი, მწვანე ბოსტნეული.
  • ტრიპტოფანით მდიდარი საკვები: ყავისფერი ბრინჯი, სოიო, კვერცხი, რძე, იოგურტი.
  • ვიტამინი B5-ით მდიდარი საკვები: ფინიკი, ნუში, რძე, ორაგული, სელი, შვრია, ხორბალი.
  • სხვები: პარკოსნები, მსხვილად დაღერღილი მარცვლეული და მზესუმზირის თესლი.

3. მიირთვით ინტერვალებით. მიირთვით დღეში თუნდაც 5ჯერ, მაგრამ ზომიერი პორციებით. საკვების ჯერის გამოტოვება, ხელს უწყობს კორტიზოლის გამოყოფას.

4. ივვარჯიშეთ. ივარჯიშეთ კვირაში 3ჯერ, მაგრამ მაქსიმუმ 50 წუთით, მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვაც ზრდის კორტიზოლის გამოყოფის შანსს. არასდროს ივარჯიშოთ ზედიზეთ 7 დღე.

5. იძინეთ კარგად. იმუშავეთ ძილის გამოსწორებაზე, კარგი იქნება, თუ 8 საათით მაინც გამოიძინებთ.

6. მოდუნდით. იმედიტირეთ და მოძებნეთ მოდუნების სხვადასხვა ტექნიკა ინტერნეტში.

7. არ მიიღოთ სტიმულატორები. მოერიდეთ ენერგეტიკულ სასმელებს, კოფეინს, ალკოჰოლს.

8. მიიღეთ ანტისტრესული საშუალებები: C ვიტამინი, ვიტამინი B5, ფოლიუმის მჟავა, A ვიტამინი, თუთია, ჟენშენი, ძირტკბილა, ქრომი, მაგნიუმი, კალციუმი, გვირილა, ბეგქონდარა.

9. დალიეთ ბევრი წყალი. სათანადო ჰიდრატაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მუდმივად დალიეთ წყალი უზმოზეც, გაღვიძებისას.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!