9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

სიყვარულზე უამრავი ფილმი არის შექმნილი. არსებობენ ფილმები, რომლებიც რომანტიულ, მგრძნობიარე, ნაზ სიყვარულზეა და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გიჟურ გრძნობებზეა. გზად ყველაფერს ანადგურებენ, ცვლიან ბედისწერას და უპირისპირდებიან მთელ სამყაროს.

შესაძლოა ისე ბედნიერად არ დასრულდეს მათი სიუჟეტი, როგორც რომანტიული კომედიები სრულდება, თუმცა ასეთი ფილმების ყურება ნამდვილად ღირს. ისინი ხომ ყველაზე უნაკლო გრძნობებს ასახავენ.

ჩვენ გთავაზობთ ასეთ 9 ფილმს, სადაც სიყვარული გაიძულებთ დაივიწყოთ საკუთარი თავი და ყველაფერი გარშემო.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 1. უკანასკნელი ტანგო პარიზში

45 წლის პარიზელი მამაკაცისა და 20 წლის გოგონას ურთიერთობა. მამაკაცი ცოლის სიკვდილს განიცდის, გოგონა კი ახალგაზრდა რეჟისორზეა დანიშნული, რომლის სახელიც კი არ იცის. ქალის და მამაკაცის გრძნობები ვერნაირ ჩარჩოში ვეღარ ექცევა.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 2. ბედის ვარსკვლავის ბრალია

ჰეიზელი კიბოთია დაავადებული. იგი მხარდამჭერთა გუნდში მოხვდება, სადაც ავგუსტს გაიცნობს. წყვილი სამოგზაუროდ მიდის, სადაც უამრავი თავგადასავალი და ცხოვრებისეული გაკვეთილი ელოდებათ.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 3. საზღვრებს მიღმა

ნიკი და სარა ერთმანეთს სამსახურმა დააკავშირა. სამშვიდობო მისიები მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ადგილებში მათ სიყვარულს სულ უფრო მეტად აძლიერებს.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 4. საყვარლები ხიდზე

ალექსის და მიშელის სიყვარული პარიზში ვითარდება. ეს ქალაქი ხომ გრძნობების ცენტრია. ალექსი ახალგაზრდა მხატვარია, მიშელი კი ალკოჰოლიკია.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 5. მწარე მთვარე

ოსკარი და მიმი პარიზის ერთერთ ავტობუსში შეხვდნენ და მას შემდეგ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ წყვილმა ერთმანეთი გაანადგურა.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 6. გამაოგნებელი სიყვარული

ბარი 30 წლის არის და ჯერაც არ შეუძლია გოგონებთან ურთიერთობა. ის მერვე შვილია ოჯახში, სადაც 7 გოგონაა. დების გავლენით ბარის კომპლექსები აქვს. მან აუცილებლად უნდა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, რათა შეძლოს მეორე ნახევრის პოვნა.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 7. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება

რა მოხდება თუ ჩვენი გონებიდან ამოვშლით მოგონებას, რომელიც საყვარელ ადამიანს გვახსენებს? ჩარლი და მიშელი ცდილობენ ამ ურთულეს შეკითხვას პასუხი გასცენ.

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 8. ციდან სამ მეტრზე

ისტორია ორი საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანზეა. გოგონა მდიდარი ოჯახიდან არის. ბიჭი კი ქუჩური, თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს. რა მოხდება თუ მათ ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდებათ?

9 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

 9. გაბედე და შემიყვარე

სოფი და ჯულიენი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ დიდი დრო ჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.


Loading...

  კომენტარები