დღეს ჩვენ გთავაზობთ კარტოფილისა და ყველის კომბინაციას ღვეზელის სახით. კერძი პოპულარულია ოსურ სამზარეულოში და სახელიც ასე ჰქვია ,,ოსური ხაჭაპური.” ის მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.
მაშ ასე, სცადეთ ნოყიერი და გემრიელი ღვეზელის მომზადება! ის ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც.
ინგრედიენტები
- 350 გ კარტოფილი
- 200 გ მაგარი ყველი
- 250 გ ფქვილი
- 1 ჩ. კ. სოდა
- 200 მლ კეფირი
- 40 მლ ზეთი
- ნახევარი ჩ. კ. მარილი
- 1 ჩ. კ. შაქარი
- 1 კვერცხის გული
- 1 ს. კ. რძე
- შავი დაფქული პილპილი
მომზადება
1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და სოდა. ცალკე აურიეთ კეფირი, ზეთი, მარილი და შაქარი. კარგად აურიეთ.
2. მშრალი მასა თანდათან ჩაამატეთ თხევადს. მოზილეთ ელასტიური ცომი. თუ ის ძალიან ეწებება ხელებს, დაამატეთ კვლავ 30 გ ფქვილი. ცომს დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დადგით ის სითბოში.
3. კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ ის მარილწყალში. შემდეგ ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და შეურიეთ კარტოფილს. დაამატეთ პილპილი გემოვნებით.
4. ცომს მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ხელით 30 სმ დიამეტრის მქონე მრგვალი ფირფიტის სახით. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
5. ცომის ნაპირები შეაერთეთ, გადააბრუნეთ და ხელით გააბრტყელეთ 30 სმ ზომაზე. ღვეზელი გადაიტანეთ საცხობზე.
6. კვერცხის გული და რძე შეურიეთ ერთმანეთს და ღვეზელს გადაუსვით ზემოდან. შუაში ცოტათი ჩაჭყლიტეთ. ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე და გამოაცხეთ 10 წუთით.
კარტოფილის ღვეზელი ყველაზე გემრიელია ცხელი სახით, თუმცა თბილიც მოგეწონებათ. თუ დაღლილი ხართ, მაგრამ საჭმლის მომზადება მაინც გიწევთ, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ.
თქვენ თუ გიყვართ ,,ოსური ღვეზელი?” მოგვიყევით კომენტარებში!
გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!